Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთის კამჩატკაზე გაიღვიძა „კრაშენინიკოვის ვულკანმა" - პირველად, 1463 წლიდან

ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ, რუსეთის კამჩატკაზე ვულკანმა გაიღვიძა.

ამოფრქვევა დაიწყო „კრაშენინიკოვის ვულკანმა“, რომლის ბოლო გაღვიძება 1463 წლით თარიღდება. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტის ვულკანებზე რეაგირების კამჩატკის ჯგუფმა (KVERT) აღმოაჩინა, რომ ამოფრქვევა 3 აგვისტოს, გამთენიისას - ადგილობრივი დროით 04:50 საათზე დაიწყო.

KVERT-ის თანახმად, ვულკანის ფერფლი 4 კილომეტრამდე მანძილზე აიტყორცნებოდა. კრონოცკის ნაკრძალში დააზუსტეს, რომ ფერფლის შლეიფი ხუთ-ექვს კილომეტრზეც აღწევდა. ტერიტორიის ნაწილი უკვე დაფარულია ფერფლით.

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, არ დაზარალებულა დასახლებული პუნქტები. კამჩატკის მხარის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ფერფლს მიმდებარე სოფლებამდე არ მიუღწევია.

ვულკანის ამოფრქვევა უძლიერეს მიწისძვრას მოჰყვა. რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, 30 ივლისს, 8.7 მაგნიტუდის მიწისძვრა აღირიცხა. ეპიცენტრი კამჩატკის ადმინისტრაციული ცენტრიდან, ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 149 კილომეტრში მდებარეობდა.

ეს იყო ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომელიც კამჩატკაზე 1952 წლის შემდეგ მომხდარა.

„კრაშენინიკოვის ვულკანი“ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან 200 კილომეტრით არის დაშორებული. ვულკანის აბსოლუტური სიმაღლე 1856 მეტრია. ის კამჩატკის ერთ-ერთი პირველი მკვლევრის, სტეფან კრაშენინიკოვის სახელს ატარებს.

კამჩატკის ნახევარკუნძულს წყნარ ოკეანესთან ოხოტის და ბერინგის ზღვები აკავშირებს. უძლიერესმა მიწისძვრამ კამჩატკის სანაპირო რაიონებში ცუნამი გამოიწვია. ზოგიერთ რაიონში დააფიქსირეს 4-მეტრიანი ტალღები. მიწისძვრის შემდეგ, სანაპირო რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ცუნამის საფრთხის გამო ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.

კამჩატკაზე მომხდარმა მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია რუსეთის სახალინის მხარეშიც.

ცუნამის საფრთხე გამოცხადდა იაპონიაში, ჰავაის კუნძულებზე, ჩილესა და ჩრდილოეთ ამერიკის წყნარი ოკეანის მთელ სანაპიროზე. ჰავაის სანაპიროდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus