პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა. “საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის დ ქვენპუქტისა და 80-ე პრიმა მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას დაეკისროს მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე” – წერია პრეზიდენტის განკარგულებაში.