ქართველი და უკრაინელი მოხალისეები ოდესის გუბერნატორის სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის დროსაც სააკაშვილმა განაცხადა, რომ მოხალისეთა ბატალიონები კერძო სამხედრო კომპანიებია. მოხალისეთა განცხადებით ისინი ეკუთვნიან უკრინელ ხალხს და არა ამა თუ იმ ოლიგარქებს. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე დონბასში მეომარმა მოხალისეებმა პასუხი გასცეს ოდესის გუბერნატორს, რომელმაც ისინი ამა თუ იმ პიროვნების და მათ შორის არსენ ავაკოვის საკუთრებად მოიხსენია. […]