Добавить новость

Популярные иномарки станут недоступными: новые ставки утильсбора ударят по Toyota, Audi и Hyundai

Российская деревянная ладья "Пилигрим" потерпела бедствие у берегов Малайзии

В парке культуры и отдыха "Бронницкий луг" состоится мероприятие "Рождественские узоры".

Мошенники обманули пенсионерку из Москвы с помощью кодового слова "лопух"

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ მისცეს კაცს, რომელიც დეკემბერში აქციაზე დააკავეს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ბინადრობის უფლების მინიჭებაზე უარი უთხრა გერმანიის მოქალაქე გელა მეგრელიძეს, რომელიც პოლიციამ 1 დეკემბერს პროევროპულ დემონსტრაციაზე დააკავა, სცემა და პირადი ნივთები, მათ შორის ძვირადღირებული კამერა და ტელეფონი წაართვა. ბინადრობის უფლებაზე უარის მიზეზად დასახელებულია სახელმწიფო ინტერესებთან მისი საქართველოში ყოფნის შეუთავსებლობა და საფრთხე, რომელსაც ის უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას/საზოგადოებრივ წესრიგს.

ეჭვი იმაზე, რომ აქციაზე დაკავება შესაძლოა ქვეყნიდან მისი გაძევების საფუძველი გამხდარიყო, გელა მეგრელიძეს ჯერ კიდევ 5 დეკემბერს გაუჩნდა, როცა ემიგრაციის სამსახურიდან დაჟინებით ურეკავდნენ და იქ მისვლას სთხოვდნენ. ამ დროს მას უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ საქართველოდან აძევებდნენ აქ მცხოვრებ და აქციაზე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. იგი ემიგრაციის სამსახურში არ მივიდა. გელასთვის ბინადრობის ნებართვაზე უარი წინ უსწრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ის აქციაზე სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი და 2000 ლარით დაჯარიმდა.

გელა აქციაზე 1 დეკემბერს დააკავეს და როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, პატიმრობის გარეშე, ხელწერილით გაათავისუფლეს. იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულმა სერვისების განვითარების სააგენტომ მისთვის ბინადრობის ნებართვაზე უარის გადაწყვეტილება 5 დეკემბერს მიიღო, სასამართლომ კი მხოლოდ 12 დეკემბერს იმსჯელა მის სამართალდარღვევაზე.

"ვიღაცამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე სამართალდამრღვევი ვარ მანამდე, სანამ ეს სასამართლომ გაარკვია; სასამართლომაც ეს გადაწყვეტილება მიიღო პოლიციელ ალექსი სადაღაშვილის ცრუ ჩვენების საფუძველზე, რომელიც ცრუ ჩვენებას სასამართლოში სიცილ-კისკისით აძლევდა. არ ვამეტებ, მართლა ასე იყო. მეორე მოწმეც მყავდა, ასევე პოლიციელი გიორგი ყაველაშვილი.

ჩემი დაკავება მოხდა სხვაგან, ვიდრე ბრალდებაში ეწერა და არც ვინმესთვის მიგინებია, არც პოლიციის კორდონის გარღვევას ვცდილობდი, როგორც ამას მაბრალებდნენ", - ამბობს გელა, რომელიც ცალსახად აქციებში მონაწილეობას უკავშირებს უარს ბინადრობის ნებართვაზე.

ფოტოგრაფმა გელა მეგრელიძემ გერმანიის მოქალაქეობა დაახლოებით 20 წლის წინათ მიიღო, თუმცა პანდემიის შემდეგ ის თითქმის სულ საქართველოშია.

საქართველოში ბინადრობის ნებართვაზე უარის გადაწყვეტილება მისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, როცა უკვე გასული იყო გასაჩივრებისთვის განკუთვნილი ერთთვიანი ვადა.

2025 წლის 4 იანვარს მიგრაციის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოდან გააძევეს 25 ადამიანი, რომლებსაც სხვა ქვეყნების მოქალაქეობა ჰქონდათ და საქართველოში დემონსტრაციებში იღებდნენ მონაწილეობას. 4 იანვრის მდგომარეობით, მათგან მხოლოდ 10-ს ჰქონდა ქვეყანა დატოვებული - გაძევებულებს შორის იყო ეთნიკურად ქართველი, შეერთებული შტატების მოქალაქე ნიკ ლოლაძე.

"1 დეკემბერს დამაკავეს პროტესტის მონაწილე 107 მოქალაქესთან ერთად, იმ მოტივით, რომ ვიყავი არასწორ დროს არასწორ ადგილას. მიუხედავად იმისა, რომ ვთქვი, ამერიკის მოქალაქე ვიყავი, მცემეს და მოსამართლემ დამაკისრა ჯარიმა. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრამდე აღმოვჩნდით მტრულ გარემოში, სპეცრაზმელები აბუჩად მიგდებდნენ და ყოველგვარი ოფიციალური დოკუმენტების წარდგენის გარეშე მიბრძანეს, დამეტოვებინა ქვეყანა 5 დღის განმავლობაში. ეს მოთხოვნა გავასაჩივრე პროფესიონალ ადვოკატებთან ერთად და დაახლოებით 5 000 დოლარი დავხარჯე იურიდიული მომსახურებისთვის, თუმცა ნათელი იყო, რომ ჩემი აპელაცია არ დაკმაყოფილდებოდა. ამის მიზეზი ძალოვანი სამსახურების მიერ მოკერებული იარლიყია, თითქოს რაიმე პრობლემას ვუქმნიდი საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს.

ამის გარდა, მუდმივად ვიღებდი სატელეფონო ზარებს და ტექსტურ შეტყობინებებს, სადაც მემუქრებოდნენ და მეუბნებოდნენ, ქვეყანა დამეტოვებინა. ვიცოდი, თუკი საქართველოში ყოფნის პერიოდში ამაზე მედიასთან ვისაუბრებდი, აუცილებლად დამაკავებდნენ და კვლავ ციხეში აღმოვჩნდებოდი. 28 დეკემბერს, როცა ამერიკაში გამგზავრება გადავწყვიტე, დამაკავეს საპასპორტო კონტროლის დროს, სავარაუდოდ, იმ მიზნით, რომ უფრო მეტად შემშინებოდა და დაბრუნებაზე არასდროს მეფიქრა", - უთხრა მან "ფორმულას" ქვეყნის დატოვების შემდეგ.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 500-მდე მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 40-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

თვეზე მეტია, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს. საპროტესტო აქციების მოთხოვნა ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების უპირობოდ გათავისუფლებაა - ასეთებად მიიჩნევს საზოგადოების ნაწილი აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებულ დემონსტრანტებს.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

«От тюрьмы спас Панарин»: водка, мафия и байки американцев о России

Самым востребованным магистральным маршрутом в Москве стал м44

В центре Москвы произошло возгорание в бытовом городке

Симулятор продавца в российском ночном ларьке выйдет в Steam

Музыкальные новости

Выставка Русского музея «Вслед за Христом» открылась в Печорах 

Поэт. Радио Поэт. Стихи поэтов. Русские поэты. Писатели и поэты.

Baza: Стивен Сигал готов выступить на корпоративе в Москве за 200 тыс евро

От Якутска до СПб. Как и где Путин встречал Рождество в разные годы

Новости России

Милявская решила соблазнить миллиардера — показала себя во всей красе

Изготовление металлоконструкций Черноголовка (Московская область)

Самым востребованным магистральным маршрутом в Москве стал м44

Директор Музея архитектуры Наталья Шашкова: Ошибки не имеют срока давности

Экология в России и мире

RAF: От обычного парня в популярного блогера-миллионника.

Ей 73, а выглядит максимум на 60. Секреты стиля Надежды Бабкиной, которые её стройнят и молодят

AI Певица. Создание AI Певицы. AI Певец. AI Артист.

Сеть клиник «Будь Здоров» стала лауреатом III Национальной премии в области развития корпоративного спорта

Спорт в России и мире

Самсонова одержала победу в первом круге турнира WTA в Аделаиде

ФОТО ⟩ Лесная прогулка Аннетт Контавейт в компании друзей приняла неожиданный поворот: «Еще недавно у всех было отличное настроение»

Иванишевич впервые прокомментировал скандал вокруг Рыбакиной и Вукова

Российский теннисист Даниил Медведев сообщил о рождении второго ребенка

Moscow.media

Собор Успения Пресвятой Богородицы в Плесе.

АвтоВАЗ не смог запустить продажи электромобиля ценой 4 млн рублей

Кировск. Мурманская область. Кольский полуостров

Врач дерматолог-косметолог Мадина Байрамукова: как избавиться от отеков после новогодних праздников











Топ новостей на этот час

Rss.plus






«С 9 января начнется то, чего не было с 1940 года». Синоптики сказали, что придет

В парке культуры и отдыха "Бронницкий луг" состоится мероприятие "Рождественские узоры".

Убитого в Грузии россиянина Соловьева похоронят в Москве

Милявская решила соблазнить миллиардера — показала себя во всей красе