რუსეთის სამხედროებმა 3-დან 4 იანვრის ღამეს უკრაინას 81 დრონით შეუტიეს. უკრაინის შეიარაღებულ იძალების ინფორმაციით, ჩამოგდებულია 34 მათგანი.
უპილოტო საფრენი აპარატები განადგურდა პოლტავის, სუმის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ოდესისა და ნიკოლაევის ოლქების თავზე. კიდევ 47 „დრონი-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა უარყოფითი შედეგების გარეშე“.
უკრაინის სამხედროთა ცნობით, ჩამოგდებულმა დრონებმა დააზიანეს სახლები ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში. დაშავებულთა რაოდენობას არ აზუსტებენ.
3 იანვარს რუსეთის ჯარებმა კიევს შეუტიეს მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატებით, რის შედეგადაც დაზიანდა სატვირთო ავტომობილი, დაიღუპა 1999 წელს დაბადებული მძღოლი. 4 იანვარს დილით ცნობილი გახდა, რომ ჩამოგდებული დრონით მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა 2002 წელს დაბადებული ქალი. კიდევ ერთი დაშავებული ადამიანი სარეანიმაციო განყოფილებაში იმყოფება.