პარასკევს ცნობილი გახდა, რომ ავსტრიის პარლამენტმა მმართველი კოალიციის შექმნა ვერ შეძლო. მოლაპარაკებები, რომელიც კოალაციის ფორმირების თაობაზე ნოემბრიდან მიმდინარეობს, ჩიხში შევიდა. პარასკევს, ლიბერალური პარტია NEOS-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ტოვებენ მოლაპარაკებებს.
მანამდე პოლიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ NEOS-ი და ორი ცენტრისტული პარტია-ავსტრიის სახალხო პარტია (ÖVP) და ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPÖ), შექმნიდნენ საპარლამენტო უმრავლესობას, რომელიც შეძლებდა ეფექტურად შეეწინააღმდეგებოდა მემარჯვენე პოპულისტურ, ავსტრიის თავისუფლების პარტიას (FPÖ), რომელმაც სექტემბრის არჩევნებში ხმების უმრავლესობა მოიპოვა. თუმცა, NEOS-ის ლიდერმა ბეატ მეინლ-რეიზინგერმა განაცხადა, რომ მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ისეთ ძირითად საკითხებზე, როგორიცაა საპენსიო რეფორმა და საგადასახადო პოლიტიკა.
პოლიტოლოგების პროგნოზების თანახმად, მოვლენები ახლა ორი გზით შეიძლება განვითარდეს. ავსტრიის სახალხო პარტია (ÖVP) და ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPÖ), შეეცდებიან შექმნან ორპარტიული კოალიცია. მათ ერთად აქვთ 92 ადგილი 183 ადგილიდან პარლამენტში, რაც ნიშნავს, რომ მათ უმრავლესობა მხოლოდ ერთი მანდატის სხვაობით აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში, შეიძლება, ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.