პოლიციამ ხელწერილით გაათავისუფლა მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ექვსივე მოქალაქე - ისინი 29 დეკემბრის დღის სამის ნახევრისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. პოლიცია ამტკიცებდა, რომ მოქალაქეები მათ კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და უკანონოდ კეტავდნენ გზის ავტომობილებისთვის სავალ ნაწილს. უფლებადამცველები და თვითმხილველები კი საუბრობდნენ დაკავების დროს ძალადობაზე, თმის მოწიწკვნასა დაცემაზე.
დაკავებულებს შორის იყო ერთი ქალი.
პარლამენტთან მოქალაქეები საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ მისთვის წითელი ბარათის საჩვენებლად შეიკრიბნენ. მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია დღეს, 29 დეკემბერს გაიმართა საქართველოს პარლამენტის შენობაში და მას არ დასწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მედია კი სპეციალურად მოწყობილ პრესცენტრში ეკრანიდან ადევნებდა თვალს.
ყაველაშვილის ლეგიტიმაციის საკითხს სადავოდ მიიჩნევს როგორც სალომე ზურაბიშვილი, ასევე ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისი პარტნიორთა დიდი ნაწილი.