საქართველოს მეექვსე პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პირველი საკადრო გადაწყვეტილება მიიღო - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად მან ქეთევან კვინიკაძე დანიშნა.
კვინიკაძე დღემდე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობას იკვავებდა. მას აქვს როგორც არასამთავრობო სექტორში, ასევე სახელმწიფო უწყებებში მუშაობის გამოცდილება.
2002-დან 2009 წლამდე ის ჯერ არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივაში" მუშაობდა, მერე "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში."
2010 წლიდან ის იუსტიციის სამინისტროს აღსულების ეროვნულ ბიუროში მუშაობდა, 2011 წლიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდა.
საქართველოს პარლამენტში ის 2019 წლიდან მუშაობს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია სულავა იყო.
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს, 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში გაიმართა. მისი ლეგიტიმაციის საკითხს სადავოდ მიიჩნევს როგორც სალომე ზურაბიშვილი, ასევე ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისი პარტნიორთა დიდი ნაწილი.