აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატმა ჰიკმათ ბაბაოღლუმ 27 დეკემბერს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "ძალიან მაღალია" ალბათობა და "სიმართლესთან ყველაზე ახლოსაა" ვერსია, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო.
ბაბაოღლუს თქმით, მართალია ეს ვერსია "მხოლოდ შესაძლებლობაა... როგორც ამ ეტაპისთვის არსებული დაკვირვების შედეგები და დასკვნები აჩვენებს, ვერსია, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ყველაზე ახლოსაა სიმართლესთან".
თვითმფრინავი 25 დეკემბერს ჩამოვარდა, როცა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან რუსეთის ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ასრულებდა რეისს. თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა დასავლეთ ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან ახლოს, ბორტზე მყოფი 67 მგზავრიდან 38 დაიღუპა.