ბოსნია-ჰერცეგოვინაში დააკავეს ამ ქვეყნის უშიშროების მინისტრი, ნენად ნეშიჩი კორუფციის საქმის გამოძიების ჩარჩოში.
ნეშიჩი დემოკრატიული სახალხო კავშირის პარტიის თავმჯდომარეა. მას, პროკურატურის თანახმად, ბრალად წაუყენეს ადრინდელი საქმიანობის კერძოდ, სახელმწიფო სამშენებლო სისტემაში მუშაობის დროს, ჩადენილ სავარაუდო დანაშაული.
დაკავებულია ასევე ექვსი სხვა ეჭვმიტანილი.
მათ ბრალად ედებათ დამნაშავეობრივ ჯგუფებთან კავშირი, ფულის რეცხვა, თანამდებობის ბოროტად გამოყენება და ქრთამის აღება. პოლიციამ გაჩხრიკა რამდენიმე ბინა და ბიურო.
ბოსნია-ჰერცეგოვინამ 2022 წელს მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი. სანამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება დაიწყებოდეს, დასავლეთ ბალკანეთის ეს ქვეყანა მოვალეა გაატაროს რეფორმები, სხვათა შორის კორუფციასთან ბრძოლის სფეროში.