რუსეთის კრასნოდარის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რეგიონის მესვეურები გამოდიან გაფრთხილებით, რომ მაზუთი კვლავ იღვრება სანაპიროზე - 15 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა ათასობით ტონა დაბალი ხარიხსის საწვავით დატვირთული ორი ტანკერი, „ვოლგონეფტ 212“ და „ვოლგონეფტ 239“ ჩაიძირა ქერჩის სრუტეში, ანექსირებული ყირიმის სანაპიროსთან. ტანკერების ჩაძირვის ძირითად ვერსიებს შორის განიხილება ეკიპაჟის შეცდომა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში.
"პირველ ეტაპზე, მეცნიერების და სპეციალისტების გამოთვლებით, საწვავის დიდი ნაწილი შავი ზღვის ფსკერზე უნდა დარჩენილიყო, რაც შესაძლებელს გახდიდა წყალზე მის შეგროვებას. მაგრამ ამინდი საკუთარ პირობებს გვკარნახობს - ჰაერი თბება და ნავთობის პროდუქტები ზემოთ ადის. ამის შემდეგად, ისინი ჩვენს სანაპიროებზე ამოდის" - თქვა რეგიონის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა 25 დეკემბერს.
რუსეთის სამხრეთის რეგიონში შავი ზღვის სანაპიროს ათობით კილომეტრი დაფარულია მაზუთით.