დღეს, 25 დეკემბერს, დილით უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა რუსეთის სარაკეტო შეტევის გამო, რომელსაც წინ უძღოდა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა.
დილის 9 საათისთვის ქალაქ ხარკოვზე, სულ მცირე, შვიდი დარტყმის და ხანძრების შესახებ იუწყება ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაცია. წინასწარი მონაცემებით, მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშჩენკოს ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები მასირებულად უტევენ ქვეყნის ენერგოსისტემას.
სახელმწიფო კომპანია „უკრენერგოს“ ცნობით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის გამო ამოქმედებულია ენერგომომარაგების შეზღუდვის რეჟიმი.