პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები "თავისუფალი და კონკურენტული" იყო. ამასთან, მისიის ხელმძღვანელი, ოუენ მერფი ამბობს, რომ მათ დასკვნაში ასახულმა პრობლემებმა "ძირი გამოუთხარა საზოგადოების ნდობას პროცესის მიმართ".