"ქართული ოცნების" განცხადებებისა და საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობის შემთხვევების განსახილველად, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი ესტონეთში, ზურაბ ხამაშურიძე დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ავრცელებს.