Добавить новость

Россияне отправили более 1 миллиона обращений к прямой линии с Путиным

Активисты «Молодой гвардии» в Москве почтили память погибших на СВО журналистов

Цветы и игрушки несут к месту гибели сбитого Porsche мальчика в Новой Москве

Уличная торговля, 1993 год, Москва

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ევროკავშირი რუსეთის სანქციების სიას აფართოებს - თინა კანდელაკი, 17 სხვა პირი და 3 ორგანიზებული ჯგუფი

ბრიუსელში რადიო თავისუფლების ახალი ამბების ცენტრალური სამსახურის წყაროების ცნობით, ორშაბათს, 16 დეკემბერს ევროკავშირი გააფართოვებს რუსეთის „ჰიბრიდული საფრთხეებთან“ დაკავშირებულ სანქცირების რეჟიმს - სანქციებს დაუწესებს კიდევ 18 ადამიანსა და 3 კომპანიას.


მათ შორისაა საქართველოში დაბადებული, რუსეთში მცხოვრები ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, რუსეთის სახელმწიფო მედიაჰოლდინგ „გაზპრომ მედიას“ გენერალური დირექტორის მოადგილე. ჰოლდინგი მართავს რუსეთში ყველაზე დიდ პროპაგანდისტულ სატელევიზიო არხებს.


ევროკავშირი მისი სანქცირების გადაწყვეტილების დასაბუთებისას მიუთითებს, რომ იგი „პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაციის მთავრობის ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ევროპის კავშირში“.


სანქციები ეხება პირებს, რომ­ლე­ბიც ჩარ­თულ­ნი არი­ან რუ­სე­თის ჰიბ­რი­დულ ოპე­რა­ცი­ებ­სა და საინფორმაციო მა­ნი­პუ­ლაციებში. სიაში ასევე არიან:



ანდრეი ავერიანოვი, რუსეთის სამხედრო დაზვერვის „29155 ქვედანაყოფის“ დამფუძნებელი; გამოცემების, The Insider-ის, PBS-ისა და Der Spiegel-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მისი ვაჟი, ალბერტ ავერიანოვი მონაწილეობდა თბილისში ამერიკის საელჩოს თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართულ სპეციალური ოპერაციაში;





ნიკოლაი ტუპიკინი, ციფრული დეზინფორმაციის კამპანიის უკან მდგარი პირი - ჯგუფ „სტრუქტურის“ დამფუძნებელი, რომელიც მან ილია ღამბაშიძესთან ერთად დააარსა. აშშ-ს ორივე მათგანი ჰყავს სანქცირებული;





სოფია ზახაროვა - რომელიც ტუპიკინთან და ღამბაშიძესთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ახლოს მუშაობდა უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიებზე
ვლადიმირ სერგიენკო, უკრაინული წარმოშობის რუსი პოლიტტექნოლოგი, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატის, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) დამხმარე იყო და 2024 წლის თებერვალში გადადგა. აქამდე მას ჟურნალისტური გამოძიებები სდებდნენ ბრალს, რომ ФСБ-ს ჯაშუში იყო;
დენის სმოლიანინოვი - პოლკოვნიკი, რომელიც სავარაუდოდ ხელმძღვანელობს რუსეთის სამხედრო დაზვერვის სპეციალურ ქვედანაყოფს ევროპაში; დანაყოფი აწყობს დივერსიულ აქტებს, აგროვებს „შემსრულებლებს“ Telegram-ისა და TikTok-ის საშუალებით და მათ კრიპტოვალუტით უხდის. ევროკავშირის ცნობით, ის „ფსიქოლოგიურ ოპერაციებში“ იღებს მონაწილეობას და გრუ-ში უკრაინის მიმართულებას ხელმძღვანელობს;
ვლადიმერ ლიპჩენკო - ასევე გრუ-ს ოფიცერი, რომელიც, ევროკავშირის ცნობით, ევროპაში ჰიბრიდულ თავდასხმებზეა პასუხისმგებელი;
იური სიზოვი, გრუ-ს ოფიცერი, ქვედანაყოფ 92154-დან, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინაში, ქალაქ ლვოლში დაგეგმილ საბოტაჟზე 2024 წლის თებერვალში;
ვისა/ვიშან მიზაევი - რუსი ბიზნესმენი, რომელიც გერმანიის სპეცსამსახურების წინააღმდეგ რუსეთის სპეცსამსახურების ოპერაციაში თანაშობდა „საკვანძო როლს“;
ოლგა ალექსეევნა - მიზაევის ცოლი, რომელიც მას უკანონო ქმედებებში ხელს უწყობდა და ეხმარებოდა;
ტიმოფეი ბორდაჩოვი, რუსი პოლიტიკის მეცნიერი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. „ვალდაის დისკუსიების კლუბის“ პროგრამის დირექტორი; ის 2014 წელს თბილისშიც არის ნამყოფი.
ჰარუნა დუამბა, კოტდივუარელი ბიზნესმენი, რომელიც დაკავშირებულია ანტიდასავლურ დეზინფორმაციულ ქსელთან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და ბურკინა ფასოში და დაკავშირებულია აფრიკაში „ვაგნერის“ ოპერაციებთან
ანატოლი პრიზენკო - ბიზნესმენი, „ორიფლეიმ კოსმეტიკსის“ თანამშრომელი; ევროკავშირის თანახმად, მან მოახდინა კოორდინირება საფრანგეთში საინფორმაციო ოპერაციისა. კერძოდ, 2023 წელს მისი დავალებით ჩავიდნენ საფრანგეთში მოლდოვის მოქალაქეები, რომლებმაც, პრიზენკოსგან კომპენსაციის მიღების სანაცვლოდ, ქუჩებში დახატეს „დავითის ვარსკვლავები“, რამაც სკანდალი გამოიწვია ისრაელი-ღაზის ომის კონტექსტში; ოპერაციის მიზანი საფრანგეთის საზოგადოებაში დესტაბილიზაციის გაღვივება იყო.





ალესია მილორადოვიჩი - რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე „სადამკვირვებლო მისიების“ კოორდინატორი
არტიომ კურეევი, FSB-ს ოფიცერი
ოლეგ ერემენკო - გრუ-ს ყოფილი ოფიცერი.


სანქციები ეხებათ ასევე შემდეგ სუბიექტებს:   



რუსეთის სამხედრო დაზვერვის ელიტური ქვედანაყოფი 29155, რომელიც პასუხისმგებელია ევროპაში დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე, მათ შორის აფეთქებებზე, მკვლელობებზე, კიბერშეტევებსა და სხვა ქმედებებზე. სწორედ ეს ქვედანაყოფი კურირებდა სკრიპალების მოწამვლის საქმეს.
„ვაჭრობისა და ინვესტიციების პანაფრიკული ჯგუფი“ (Groupe Panafricain pour le Commerce et l’Investissement GPCI) - ბურკინა ფასოსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში პრორუსული გავლენის ოპერაციების განმახორციელებელი დეზინფორმაციული ქსელი;
„აფრიკული ინიციატივა“ - აფრიკის კონტინენტის შესახებ მომუშავე საინფორმაციო სააგენტო, რომელიც ავრცელებს რუსეთის მთავრობის დეზინფორმაციას და პროპაგანდას

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Павловском Доме культуры в Истре состоялся ежегодный кадетский бал

Некустарщина: как в Крыму старший лейтенант Евтюшина делает колбасу

Михаил Ведерников на встрече с руководством Группы «Роснано» обсудил сотрудничество в сфере высоких технологий

Киберспортивная лаборатория открылась в Московском кооперативном техникуме в Мытищах

Музыкальные новости

Военная служба по контракту в подразделениях Росгвардии

Беглов: Петербург выполняет поручения Путина по нацпроектам

Выставка о юных защитниках Родины откроется в Музее Победы

Тренер Бышовец назвал равными шансы "Зенита" и "Краснодара" на победу в РПЛ

Новости России

Посол Бахрейна оценил перспективы приезда Путина в королевство

Уличная торговля, 1993 год, Москва

Киберспортивная лаборатория открылась в Московском кооперативном техникуме в Мытищах

Раз, два, три - елочка гори! В Пушкино зажгли огни на новогодней елке!

Экология в России и мире

Модель Анастасия Решетова снялась в облегающем платье в стразах

Концерт «Времена года» Антонио Вивальди прозвучит в Эрмитаже

Международный конкурс искусства «Сокровища нации» 2024

Балаган года

Спорт в России и мире

Новак Джокович заявился на турнир ATP-500 в Дохе

Президент Федерации тенниса Италии сравнил Янника Синнера с Винус Уильямс

Елена Рыбакина начала подготовку к сезону с новым тренером. Фото

Рафаэль Надаль получил трофей, включающий все 92 титула, выигранных им за карьеру

Moscow.media

Котельная в Малоархангельском районе появилась пока только на бумаге

BelkaCar и МТС Premium увеличили кэшбэк на поездки в приложении каршеринга

В Псковской области пройдут культурно-познавательные мероприятия в рамках проекта «Город мастеров»

Гортранс Екатеринбурга внезапно передумал набирать кондукторов через госзакупки











Топ новостей на этот час

Rss.plus






Демократия победила: европейцы готовятся к новой волне беженцев из Сирии

Россияне отправили более 1 миллиона обращений к прямой линии с Путиным

В ГД усомнились в реакции Финляндии на митинги за открытие границ с Россией

Московские спасатели эвакуировали 8 человек из горящего дома в Хамовниках