თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, აქტივისტი ნიკო მანაგაძე დააკავეს. ის დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. მას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.
დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ის შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა. აქტივისტმა სამმართველოში მისვლაზე უარი თქვა და მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოითხოვა.
მასალა ახლდება.