Добавить новость

Звук, который дает преимущество: новая игровая гарнитура Bloody G565

Чаепитие, бал и торжественный парад: как проходит инаугурация президента в США

Труп женщины в "Запорожце" Гоши Куценко оставил ее кавалер

НОВАТЭК ускорит строительство терминала отгрузки СПГ-завода Мурманский СПГ?

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ზურაბიშვილი რამდენიმე პოსტს წერს X-ზე პრეზიდენტის არჩევნებსა და ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე, რამდენიმე პოსტით ეხმაურება 14 დეკემბერს საქართველოში განვითარებულ მთავარ მოვლენებს - საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებსა და საღამოს დაგეგმილ ღონისძიებას, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებას, რომელიც პარლამენტის წინ, ზუსტად იმ ტერიტორიაზე იგეგმება, სადაც მეჩვიდმეტე დღეა პროევროპული აქციები იმართება.


სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე იხსენებს ზუსტად ერთი წლის წინ, 14 დეკემბერს, ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა:


„ამ დღეს, გასულ წელს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ეს იყო კონსენსუსის დღე, სახალხო სიხარულისა და დიდი ემოციების დღე! ერთი წლის განმავლობაში, ერთმა მმართველმა ადამიანმა/ერთმა პარტიამ, ხელიდან გაუშვა ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა და აშენებს რეპრესიულ ავტორიტარულ რეჟიმს“.


 




რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 14 დეკემბერს იმართება და პრეზიდენტს ხალხის ნაცვლად, 300-წევრიანი კოლეგია ირჩევს, სალომე ზურაბიშვილი წერს:


„დღეს ცენტრალური კომიტეტი, „პარლამენტი“, „ირჩევს“ „ერთადერთსა და განუმეორებელ“ კანდიდატს, რაც დემოკრატიის დაცინვაა. ეს ვერასდროს შეუშლის ხელს საქართველოს გაჰყვეს თავის ევროპულ გზას და დემოკრატიულ მომავალს“.


 




300-წევრიან კოლეგიას ძირითადად „ქართული ოცნება“ წარმოადგენს და შესაბამისად - აქვს პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტების შესაძლებლობაც.


დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას პარლამენტის წინ, სალომე ზურაბიშვილი „უდიდეს პროვოკაციას“ უწოდებს და შიშობს, რომ ამ ღონისძიებამ შესაძლოა „კონფრონტაცია გამოიწვიოს“. ამის შესახებ პრეზიდენტი ორ პოსტს აქვეყნებს:


„პოლიცია იცავს და „აპატიმრებს“ საახალწლო ნაძვის ხეს, რაც არის სიმბოლო საპოლიციო სახელმწიფოსი, „ქართულ ოცნებას“ სურს ასეთ სახელმწიფოდ გადააქციოს საქართველო“.


„დაპატიმრებული ნაძვის ხე პარლამენტის წინ. მერი ეპატიჟება ბავშვებს, ხელისუფლება უხმობს მხარდამჭერებს 7 საათზე შეიკრიბონ ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე - სწორედ იმ ადგილას და იმ დროს, სადაც დემონსტრანტები ერთმანეთს ხვდებიან უკვე მეჩვიდმეტე დღეა. ეს არის უდიდესი პროვოკაცია მმართველი პარტიის მხრიდან, რომ გამოიწვიოს კონფრონტაცია“.


 




13 დეკემბერს პრეზიდენტმა თბილისის მერს, კახა კალაძეს მოუწოდა, ორბელიანის მოედანზე „მოაწყოს ის ღონისძიება, რასაც პარლამენტთან აპირებდა“.


ამ განცხადებას გამოეხმაურა კახა კალაძე და თქვა, რომ 14 დეკემბერს, 19:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ მისულ ხალხს „ბევრ სადღესასწაულო ღონისძიებასა“ და „სრულად უსაფრთხო გარემოს“ ჰპირდება.




14 დეკემბრის დილას, ყველასგან მოულოდნელად, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს იმ დროს გამოჩნდა, როცა პარლამენტის შენობაში არაპირდაპირი გზით პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარებდა.


პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ ის ქუჩაში კომენტარებს არ აკეთებს, ორბელიანების სასახლეში სამსახურში მიდის.


„ყველაფერი ვთქვი, ახლა მივდივარ სამსახურში. გამატარეთ“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ტრადიციულად, სამსახურში მისასვლელად არ სარგებლობს რუსთაველის გამზირის იმ მონაკვეთით, რომელზეც 14 დეკემბერს გამოჩნდა.


მეჩვიდმეტე დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.


28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.


დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Труп женщины в "Запорожце" Гоши Куценко оставил ее кавалер

Звук, который дает преимущество: новая игровая гарнитура Bloody G565

Мужчина похитил 20 миллионов, используя внешнюю схожесть с другим человеком

Стала известна личность убитой в "Запорожце" Гоши Куценко

Музыкальные новости

В России рассказали, как Вьетнам поддерживает отечественный малый бизнес

Собянин назвал самые популярные павильоны в Музейном городе ВДНХ

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в совершении грабежа

Почему Писателям, Поэтам и Авторам книг стоит обратиться к литературному агенту!

Новости России

Звук, который дает преимущество: новая игровая гарнитура Bloody G565

Сеть магазинов «Улыбка радуги» открыла более 400 новых магазинов в 2024 году

Чаепитие, бал и торжественный парад: как проходит инаугурация президента в США

Эксперты оценили влияние МаИП на развитие строительства деловых объектов

Экология в России и мире

Почему Писателям, Поэтам и Авторам книг стоит обратиться к литературному агенту!

В Москве пройдет Russian Cider Festival – праздник настоящего сидра

Устройте детский праздник в «Тропикана Парк»

Растяжение связок: как оказать первую помощь?

Спорт в России и мире

Мирра добралась до Соболенко. Нас ждет суперматч в Австралии

Де Минаур пробился в четвертый раунд Открытого чемпионата Австралии

AFP: Медведев заплатит штраф в 76 тысяч долларов за поведение на Australian Open

Оскорбивший Джоковича австралийский журналист извинился перед ним

Moscow.media

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G

Более 230 работодателей Москвы и Московской области получили субсидии за трудоустройство новых сотрудников по программе субсидирования найма

ТСД SAOTRON RT41 GUN: практичный, производительный, надёжный

Апельсиновый фреш.











Топ новостей на этот час

Rss.plus






Мужчина похитил 20 миллионов, используя внешнюю схожесть с другим человеком

Юноша с игрушечным автоматом поднял на ноги полицию Москвы

НОВАТЭК ускорит строительство терминала отгрузки СПГ-завода Мурманский СПГ?

Имеющий разум – да уразумеет