სირიის მთავრობასთან დაპირისპირებული მეამბოხეების ძალები მიადგენენ მნიშვნელოვანი ქალაქის, ჰამას კიდეს, იმ ფონზე, როცა მათმა ბრძოლამ გამოიწვია მოსახლეობის გადაადგილების მასშტაბური ტალღა - იუწყება ომზე დამკვირვებელი ორგანიზაცია.
ისლამისტების ხელმძღვანელობით მოქმედი მეამბოხეები წინ მიიწევენ სირიის სიდიდით მეოთხე ქალაქისკენ, მანამდე მათ დაიკავეს არეალები ქვეყნის ჩრდილოეთში.
ათწლეულზე მეტი დროის ისტორიის მქონე სირიის სამოქალაქო ომის მოულოდნელი განახლება იწვევს დეესკალაციისკენ მოწოდებებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.
ადამიანის უფლებების სირიის ობსერვატორია 3 დეკემბერს აცხადებდა, რომ მეამბოხეები ამჟამად "ქალაქ ჰამის კარიბჭესთან" იმყოფებიან და მათ ქალაქის რამდენიმე არეალი დაცხრილეს. ბრიტანეთში განთავსებული ობსერვატორია, რომელსაც სირიაში წყაროთა ქსელი ჰყავს, აცხადებს, რომ ჰამას ბევრი მოსახლე ტოვებს ქალაქის გარშემო მიმდინარე ბრძოლის გამო. სახლებს ტოვებს ჰამას ჩრდილოეთით და დასავლეთით მდებარე პროვინციების სოფლებშის მოსახლეობაც.