ფეისბუკჯგუფმა „დაიტოვე“ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად აქცია მოაწყო და მტკვრის ორივე სანაპირო გადაკეტა. ამის გამო რამდენიმე საათით ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნა. ეს მოხდა თითქმის ორი კვირის წინ, 10 ნოემბერს. ახლა კი შსს ამ აქციის მონაწილეებს იბარებს სასამართლოში და აჯარიმებს.