Добавить новость

1 декабря в парке Жуковского состоится открытие зимнего сезона

Будущее российских научных разработок обсудили в Реутове

Захарова отреагировала на закрытие немецкого бюро Первого канала

Сеть клиник «Будь Здоров» запустила медицинского GPT-ассистента

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

დასავლეთის ჯარები უკრაინაში? რა შეიცვალა თებერვლის შემდეგ?

დონბასსა და ხარკოვში მიმდინარე მძიმე ბრძოლების ფონზე, ფრანგული გამოცემა „ლე მონდის“ თანახმად, ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ კვლავ განაახლა „საიდუმლო მოლაპარაკებები“ უკრაინაში თავისი ჯარის გაგზავნის შესახებ.


"დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის გრძელდება დისკუსია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, კერძოდ, ევროპაში მოკავშირეთა დამრტყმელი ძალების შექმნის მიზნით, რომელიც ორიენტირებულია უკრაინისა და ზოგადად, ევროპის უსაფრთხოებაზე", - წერს წყაროზე დაყრდნობით "ლე მონდი", რომლის თანახმად, სადავო საკითხის განხილვა განახლდა პარიზში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ვიზიტის დროს.


აღსანიშნავია, რომ უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ჯარის გაგზავნის იდეა სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტს ეკუთვნის. "რაღაც მომენტში შესაძლოა საჭირო გახდეს სახმელეთო ოპერაციები, რუსეთის ძალებთან საბრძოლველად", - განაცხადა 26 თებერვალს, პარიზში, უკრაინის მხარდასაჭერად გამართული კონფერენციის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.


ჯერჯერობით არც პარიზსა და არც ლონდონს არ გაუკეთებია ოფიციალური კომენტარი იმის შესახებ, თუ რეალურად რა მიზანს ემსახურება მოკავშირეთა "დამრტყმელი ძალების" შექმნა და დადგა თუ არა სწორედ ახლა ის მომენტი, რაზეც საფრანგეთის პრეზიდენტი 9 თვის წინ მიანიშნებდა.


 


"ჩვენ ვუპირისპირდებით იმას, ვინც თავად არ გამორიცხავს არაფერს“

 


საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მტკიცედ სჯერა, რომ უკრაინისთვის მოკავშირეთა მხრიდან დახმარებისთვის საზღვრების განსაზღვრა მხოლოდ ხელ-ფეხს უხსნის რუსეთს. სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს საფრანგეთის ლიდერი უკრაინაში დასავლეთის სამხედრო ძალის გაგზავნის ალბათობას, რაზეც აპრილის ბოლოს პარიზის სორბონის უნივერსიტეტში თავის საპროგრამო გამოსვლაშიც გაამახვილა ყურადღება და შემდეგ, მაისის დასაწყისში, ვრცლად ისაუბრა The Economist-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.


 




შეკითხვას, კვლავაც არ გამორიცხავს თუ არა ის უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნას, მაკრონმა დადებითად უპასუხა: „არაფერს არ გამოვრიცხავ, ვინაიდან ჩვენ ვუპირისპირდებით იმას, ვინც თავად არ გამორიცხავს არაფერს“.


მაკრონმა აღნიშნა, რომ რუსეთმა არ უნდა მოიპოვოს უკრაინაზე გამარჯვება და სწორედ ეს მიზანი უნდა განსაზღვრავდეს კიევის მოკავშირეთა მოქმედებებს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მოცემულ მომენტში დღის წესრიგში არ დგას ჯარების გაგზავნის საკითხი, მაგრამ ის შეიძლება დადგეს, „თუკი რუსები ფრონტს გაარღვევენ და თუ იქნება ამის მოთხოვნა უკრაინისგან“.


ადრე მაკრონი და მისი მთავრობის წარმომადგენლები საუბრობდნენ იმაზე, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნა შესაძლებელი იქნებოდა რუსეთის მიერ ოდესის ან კიევის დაპყრობის საფრთხის შემთხვევაში.


ასეთ ვითარებაში ჯარების გაგზავნის აპრიორი გამორიცხვა, მისი სიტყვებით, შეცდომა იქნებოდა.


ფაქტობრივად იგივე გაიმეორა 24 ნოემბერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჟან-ნოელ ბარომ, რადიოსადგურ "ბიბისისთან" საუბარში განაცხადა, რომ არ უნდა არსებობდეს წითელი ხაზები, როდესაც საქმე უკრაინის მხარდაჭერას ეხება.


კითხვაზე, შეიძლება თუ არა ფრანგი სამხედროების გაგზავნა უკრაინაში, ჟან-ნოელ ბარომ უპასუხა, რომ გამორიცხული არცერთი ვარიანტი არ არის. ამავე დროს, საფრანგეთის წარმომადგენლები იმასაც ამბობდნენ, რომ ლაპარაკი არ იქნება საფრანგეთის ჯარების უშუალო მონაწილეობაზე ბრძოლებში მოწინავე ხაზზე.



ნატოს რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, გამორიცხეს თავიანთი ჯარების გაგზავნა უკრაინაში, ყოველ შემთხვევაში - საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.


მაგრამ იყვნენ ისეთი მოკავშირეები, მათ შორის პოლონეთი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინაში სამხედრო ქვედანაყოფის გაგზავნას.


 




 


რა სურს უკრაინას?

რუსეთთან ფართომასშტაბიან ომში ჩაბმული უკრაინის ხელმძღვანელობა კოლექტიური დასავლეთისაგან მეტ თვითმფრინავს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და შორსმსროლელ სარაკეტო კომპლექსებს ითხოვს.


რაც შეეხება ნატოს მხრიდან ცოცხალი ძალით დახმარებას, კიევს, პირველ ყოვლისა, გამოცდილი სამხედრო ინსტრუქტორები ესაჭიროება. მაისის ბოლოს გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინამ პირველად 2024 წლის თებერვალში გამოხატა ინტერესი უცხოელი სამხედრო ინსტრუქტორების მიღების პერსპექტივისადმი და შედეგად დისკუსიები დაიწყო საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებთან. ოფიციალური ცნობის მიხედვით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გენერალურ შტაბთან ერთად დაიწყო შიდა სამუშაოები შესაბამის დოკუმენტებზე, რათა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დრო არ დაკარგულიყო ბიუროკრატიული საკითხების შეთანხმებაზე.




მედიასაშუალებებმა თავდაცვის სამინისტროს განმარტებისთვის მას შემდეგ მიმართეს, რაც 27 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან ერთად ონლაინშეხვედრა გამართა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრ სებასტიან ლეკორნუსთან და მიესალმება საფრანგეთის ინიციატივას, უკრაინაში გაგზავნოს ინსტრუქტორები უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად.


მაგრამ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ არ დაადასტურა საბოლოო შეთანხმების არსებობა, რომლის საფუძველზეც უკრაინაში მუშაობას დაიწყებდნენ ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორები.


საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ამ მიმართულებით უკრაინელებთან ერთად მუშაობა გრძელდება მათი საჭიროებების დასაზუსტებლად.


 


რუსეთის პასუხი - "ვიღაც ფიცხი თავები გამოჩნდებიან ხოლმე"

 


რუსეთი იმთავითვე ძალიან გააღიზიანა საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვებმა, უკრაინაში სახმელეთო ქვედანაყოფის გაგზავნის არგამორიცხვის შესახებ.


რუსეთმა "უპასუხისმგებლო და აზრს მოკლებული" უწოდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სიტყვებს, რომ პარიზმა, შესაძლოა, ბოლოს უკრაინაში ჯარი გაგზავნოს კიევის დასახმარებლად იქ შეჭრილ რუსეთის ძალებთან ბრძოლაში.


მალე რუსეთმა მთელი სადეზინფორმაციო მანქანა აამუშავა და საქმე ისე წარმოადგინა, რომ პარიზი ემზადებოდა საფრანგეთის დაახლოებით ათასი ჯარისკაცის უკრაინაში გაგზავნისთვის.


მარტის ბოლო რიცხვებში რუსეთის მედია ციტირებდა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის სერგეი ნარიშკინის განცხადებას, რომელიც ამტკიცებდა, რომ ფრანგული კონტინგენტი „უკვე ემზადება უკრაინაში გასაგზავნად“ და, რომ „საწყის ეტაპზე ეს იქნება დაახლოებით 2000 ადამიანი“.


რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი მაშინ დაიმუქრა, რომ ეს ქვედანაყოფი გადაიქცეოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმების პრიორიტეტულ ლეგიტიმურ სამიზნედ, „რაც იმას ნიშნავს, რომ მას ემუქრება ყველა ფრანგის ბედი, ვინც ოდესმე მახვილით მოსულა რუსული სამყაროს ტერიტორიაზე“.


 




საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ „დეზინფორმაცია“ უწოდა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებას.



„ეს არის რუსეთის მიერ მასობრივი დეზინფორმაციის სისტემატური გამოყენების კიდევ ერთი მაგალითი“, - აცხადებენ საფრანგეთის სამინისტროში.


ამჯერად, ევროპის ზოგიერთ ქვეყანას შორის უკრაინაში თავისი ჯარების გაგზავნის თაობაზე განახლებული მოლაპარაკების შესახებ Le Monde-ში გამოქვეყნებულ ცნობას კრემლი უფრო თავშეკავებით შეხვდა.


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლისთვის უცნობია, რამდენად შეესაბამება ეს ცნობა სინამდვილეს. გაიხსენა, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხში ევროპაში არ არსებობს ერთიანობა. "ასე რომ, ერთიანი აზრი ევროპელებს ამის შესახებ არ აქვთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ვიღაც ფიცხი თავები გამოჩნდებიან ხოლმე", - განაცხადა პესკოვმა.


 


მაგრამ მას შემდეგ, რაც მაკრონმა პირველად არ გამორიცხა უკრაინაში დასავლეთის სამხედრო ძალის გაგზავნა, ბევრი რამ შეიცვალა როგორც უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის მიმართ კიევის მოკავშირეთა მიდგომებში, ისევე თავად ფრონტის ხაზზეც.


აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, რომლებიც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინისათვის გადაცემული შორსმსროლელი რაკეტების რუსეთის სიღრმეში გამოყენებას, შეიცვალეს პოზიცია და კიევს ნება დართეს რუსეთის ტერიტორიებზე დარტყმების განსახორციელებლად.


ამერიკული ATACMS-ები და ბრიტანული Storm Shadow-ები უკვე გაფრინდნენ რუსეთის ტერიტორიისკენ, მათ შორის, სავარაუდოდ, კურსკის ოლქ მარინოში, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სანატორიუმის გასანადგურებლად.


პასუხად რუსეთმა პირველად გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ უახლესი ბალისტიკური ზებგერითი რაკეტა "ორეშნიკი", რომელმაც, პუტინის თანახმად, წარმატებით დააზიანა ერთ-ერთი უძველესი სამხედრო საწარმო დნეპროპეტროვსკში.




პარალელურად რუსეთის არმია დიდი ძალებით ცდილობს დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე მოასწროს და უკან დაიბრუნოს უკრაინის არმიის მიერ დაკავებული კურსკის რაიონის ნაწილი და სრულად დაამყაროს კონტროლი დონეცკის დარჩენილ ტერიტორიაზე.


კურახოვკის დაცემა რუსეთის არმიას გაუადვილებს ქალაქ პოკროვსკის ხელში აღებას. ხოლო პოკროვსკიდან დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრამდე 15 კილომეტრზე ნაკლები მანძილი რჩება. როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს, რუსეთის არმია, წინსვლის ასეთი ტემპით, დონეცკის ოლქის საზღვრამდე გასვლას უკვე ნახევარ წელიწადში შეძლებს.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Москве наблюдается нехватка антирезусного иммуноглобулина для беременных

Школьников и студентов Приангарья приглашают к участию в конкурсе «Наука. Территория героев»

Синоптик Вильфанд: снегопад в Амурской области Москвы не коснётся

Женская консультация «Кунцево» переезжает в Хорошево-Мневники

Музыкальные новости

ЦСКА против «Рубина»: стартовые составы на четвертьфинал Кубка России

Экшн-детектив «Плевако» с Сергеем Безруковым вышел в онлайн-кинотеатре PREMIER

Певец из Москвы Лев Соловьев выпустил гимн медиафутбола и футбольной медиалиги

Соревнования за Кубок региона по художественной гимнастике начнутся 30 ноября

Новости России

Дом мод украсит балерина: в центре Чебоксар рисуют огромное граффити

10 коммерческих помещений выставлено на торги в районе Метрогородок

«Добрый Новый год» для детей из новых регионов стартовал в Солнечногорске

Матвиенко назвала слова Путина и запуск «Орешника» мощнейшим актом геополитики

Экология в России и мире

Сеть клиник «Будь Здоров» вошла в число лучших работодателей по версии РБК

«Предчувствие Рождества»: органный вечер с Татьяной Андриановой в сердце Москвы

Концертный Директор для Певцов, Музыкантов и Артистов.

Максим Аверин заговорил о переменах в личной жизни: «Все хорошо»

Спорт в России и мире

Даниил Медведев открыл собственный теннисный корт во Франции

Теннисисты из Италии второй раз подряд выиграли Кубок Дэвиса

Синнер: Защита титула — одно из лучших чувств

Елена Веснина рассказала, как впервые увидела Мирру Андрееву в девятилетнем возрасте

Moscow.media

«Грузовичкоф» на передовой новых коллабораций с блогерами: выступление Наталии Поникаровской на конференции The Trends

«Грузовичкоф» на передовой новых коллабораций с блогерами: выступление Наталии Поникаровской на конференции The Trends

Bloody - участник и технический партнер Red Expo-2024

Bluetooth-сканер штрих-кодов SAOTRON P04 на базе CMOS-матрицы











Топ новостей на этот час

Rss.plus






Проводим занятия для работников городских парков

Синоптик Вильфанд: снегопад в Амурской области Москвы не коснётся

Захарова отреагировала на закрытие немецкого бюро Первого канала

«Блестящее, шуршащее, мигающее»: как украсить дом к Новому году безопасно для питомцев