25 ნოემბერს, სინგაპურში დაიწყო მატჩი ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონის წოდების მოსაპოვებლად. ჩემპიონის ტიტულის მფლობელია ჩინელი დიდოსტატი დინ ლიჟენი.
მსოფლიო პირველობის პრეტენდენტია - დომარაჯუ გუკეში, დიდოსტატი ინდოეთიდან. მატჩის დაწყებამდე ექსპერტთა უმრავლესობამ გამოთქვა აზრი, რომ სწორედ პრეტენდენტი იყო მატჩის ფავორიტი.
გუკეშმა წელს უძლიერესი მეტოქეები დაამარცხა პრეტენდენტთა ტურნირში და სტაბილურ თამაშს აჩვენებს, ხოლო დინმა ტურნირებში მარცხი განიცადა.
თუმცა, პირველ პარტიაში ბრწყინვალედ გაიმარჯვა სწორედ ჩემპიონმა, რომელიც შავი ფიგურებით თამაშობდა.
ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის (FIDE) მიერ ორგანიზებულ მატჩში სულ ჩატარდება 14 პარტია, რომელთა თანაბარი ანგარიშის შემთხვევაში, გამარჯვებული გამოვლინდება ფრემტეხში, რომლის დროსაც მონაწილეები ხანმოკლე პარტიებს ითამაშებენ.
თამაშდება სარეკორდო საპრიზო ფონდი - 2,5 მილიონი დოლარი.
თუ გუკეშმა გაიმარჯვა, ის იქნება ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში - ინდოელი სპორტსმენი 18 წლისაა.