ბაქოში გამართული გაეროს კლიმატის ცვლილების ყოველწლიური კონფერენციის (COP29) მონაწილეებმა მაინც მოაწერეს ხელი საბოლოო შეთანხმებას. ღარიბი ქვეყნები უკმაყოფილო არიან.
სამიტი ოფიციალურად დასრულდა პარასკევს, 22 ნოემბერს, მაგრამ შეთანხმება მხოლოდ კვირას იქნა მიღწეული. განვითარებულმა ქვეყნებმა შესთავაზეს განვითარებად ქვეყნებს 2035 წლისთვის ყოველწლიურად 300 მილიარდი დოლარის გადახდა კლიმატის ცვლილებისა და „მწვანე“ ენერგეტიკაზე გადასვლის შედეგების წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს სამჯერ მეტია, ვიდრე ახლა, მაგრამ ღარიბი ქვეყნები მაინც აღშფოთებული არიან. ისინი მოითხოვდნენ წელიწადში 1,3 ტრილიონ დოლარს და განვითარებადი ეკონომიკების სიის გადახედვას, რომელშიც ჯერაც შედიან ჩინეთი და ინდოეთი.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ ღარიბი ქვეყნები მიიღებენ მოთხოვნილ თანხას, მაგრამ მდიდარი ქვეყნებისგან გრანტებისა და დაბალპროცენტიანი სესხების სახით - მხოლოდ 300 მილიარდ დოლარს. დანარჩენი უნდა მიიღონ კერძო ინვესტორებისგან და ფულის ახალი წყაროებიდან: მაგალითად, წიაღისეულის მოპოვებიდან მიღებული გადასახადებიდან ან მოგზაურთაგან, რომლებიც ხშირად დაფრინავენ. ეს გადასახადები ჯერ არც კი არის შეთანხმებული.
გარიგებით უკმაყოფილოებმა მას „ღალატი“ და „შეურაცხყოფა“ უწოდეს. ბევრი განვითარებადი ქვეყანა უკვე განიცდის კლიმატის ცვლილებას: ექსტრემალურ გვალვას, წყალდიდობას, სიცხის ტალღებს და ზღვის დონის აწევას. გლობალური დათბობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია სათბურის გაზების ემისია. ამ გაზების ემისიის უდიდესი ნაწილი განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. ემისიების შესამცირებლად COP29-ზე შეთანხმდნენ, სტიმულირება მოახდინონ „ნახშირბადის ბაზრისა“, საერთაშორისო ვაჭრობისა ნახშირბადის კვოტებით, რასაც ასევე აქვს თავისი ნაკლოვანებები.