Добавить новость

Горожан предупредили об изменении расписания электричек Ленинградского направления ОЖД

Поликлинику на 1000 пациентов в ЖК «Пригород Лесное» сдадут до конца года

Глава Лосино-Петровского Сергей Джеглав проверил ход строительство стадиона на улице Дзержинского

Особый алгоритм разработали для онкологических пациентов с сердечно-сосудистыми осложнениями



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თბილისში საპროტესტო მსვლელობა გამართეს განათლების და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმაც

თბილისში ერთმანეთის პარალელურად ორი საპროტესტო მსვლელობა გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმართულებით - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წამოსული მასწავლებლები და აკადემიური სფერო წარმომადგენლები და რუსთაველის მეტროდან კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანები არჩევნების მიტაცებას, ცენზურის დამწესებელ ჰომოფობიურ კანონს, პროტესტის მონაწილეების დემონსტრაციულად დასჯის მცდელობებს აპროტესტებენ. 


ილიას უნივერსიტეტიდან მსვლელობის დაწყებამდე ლექტორებმა და მასწავლებლებმა ერთობლივი მანიფესტი წაიკითხეს. 


„26 ოქტომბრის არალეგიტიმურად ჩატარებული არჩევნების შედეგად, საქართველოში სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს მძლავრი და მჩაგვრელი ავტორიტარული რეჟიმი. რეჟიმის გაცხადებული მიზანია იერიში მიიტანოს აკადემიურ თავისუფლებაზე და აბსოლუტური კონტროლი დაამყაროს ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეებზე.


ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ბოლო დროს განახორციელა (უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა თუ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონები, მათი ასახვა სხვადასხვა მარეგულირებელ დოკუმენტებში, მათ შორის, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში), „სუვერენიტეტისა” და „ტრადიციების” დაცვის სახელით, ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს.


ეს კანონები ზუსტად იმეორებს რუსეთისა და უნგრეთის მაგალითებს, სადაც მსგავსმა საკანონმდებლო ცვლილებებმა დამანგრეველი შედეგი უკვე გამოიღო. ამ ქვეყნების საგანმანათლებლო სივრცეებიდან განიდევნა კრიტიკულად მოაზროვნე სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები, ბოლო მოუღო უნივერსიტეტების ავტონომიას და გაურკვეველი ვადით შეაჩერა ამ ქვეყნების დემოკრატიული განვითარება" - ნათქვამი იყო მანიფესტის ტექსტში. მასწავლებლებმა და ლექტორებმა მოითხოვეს ასევე აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება. 


 




"არ დავუშვებთ ომარ ოკრიბელაშვილის, საბა მეფარიშვილის, მათე დევიძის, ისაკო დევიძის და დავით წოწორიას თავისუფლებას აღკვეთას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების აღკვეთასთან შეგუებას ნიშნავს" - თქვეს ილიას უნივერსიტეტთან მსვლელობის დაწყებამდე. 




„26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებით, მმართველმა პარტიამ, უგულებელყო უმრავლესობის ნება და საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მთავარი – არჩევანის თავისუფლება წაართვა. საქართველოს სახელოვნებო სცენა პროტესტს უცხადებს რეჟიმს, რომელიც ებრძვის ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიც სიტყვის, გამოხატვისა და არჩევანის თავისუფლებაა.


ქართული კულტურა საფრთხეშია და მასთან ერთად საფრთხეშია თავად ქართული იდენტობაც. ამის კარგი ილუსტრაციაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენებიც. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით არ გავჩუმდეთ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში, დავიცვათ ადამიანის ძირეული უფლებები და ქართველი ხალხის არჩეული, ისტორიული ევროპული კურსი.


ვიწყებთ პროტესტების სერიას, რომელსაც სხვადასხვა ფორმა და შინაარსი ექნება. ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქართული კულტურა და იდენტობა – ვთხოვთ შემოგვიერთდეს“,- ეს კულტურის სფეროს წარმომადგენლების განცხადებაა. ხელოვნების სხვადასხვა დარგის ასობით წარმომადგენელი თსუ-ში შეუერთდნენ პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ. 




მსვლელობების გაერთიანების შემდეგ თსუ-ს ეზოში სიტყვით გამოსვლები დაიწყო. აქ შეკრებილი მოქალაქეები აპირებენ საღამოს 9 საათისთვის შეუერთდნენ საქართველოს პარლამენტთან დაგეგმილ აქციას, რომლის მონაწილეებიც აპირებენ ღამისთევას საკანონმდებლო ორგანოში, სადაც 25 ნოემბრის დილას მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრები გეგმავენ შეკრებას. 




საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტი და ის ოპოზიციური პარტიები, ვინც ბარიერი გადალახეს. საერთაშორისო პარტნიორები არჩევნებზე დარღვევების და დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების შემსწავლელი დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ. 25 ნოემბერს პარლამენტის სხდომაში მონაწილეობას სავარაუდოდ მხოლოდ "ქართული ოცნების" ახლადარჩეული დეპუტატები მიიღებენ. ამ სხდომაზე მიწვეულები არ არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, 25 ნოემბერს შეზღდულია მედიის მუშაობაც პარლამენტში - უსაფრთხოების დაცვის არგუმენტით საკანონმდებლო ორგანოში დაიშვება მხოლოდ ტელემედია, ონლაინ მედიას, მათ შორის არც რადიო თავისუფლებას ამ დღეს პარლამენტში არ უშვებენ. 




ცესკოს პირველადი შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში - 61 მანდატი აქვს.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Анна Ардова: «В конце года я всегда составляю карту желаний»

«ЗЭТО» примет участие в Международном форуме «Электрические сети 2024»

Владимир Ефимов: На севере Москвы ведется строительство школы на 800 мест

Экономист Беляев: банк может отказать в выдаче кредита из-за низкого дохода

Музыкальные новости

Сергей Лазарев не смог вовремя вылететь из Иркутска из-за снегопада

Соревнования за Кубок региона по художественной гимнастике начнутся 30 ноября

Онкологи Липецкой области предупреждают о том, что регулярные обследования помогают в борьбе с раком легкого

Онкологи Дагестана предупреждают о том, что регулярные обследования помогают в борьбе с раком легкого

Новости России

Александр Веселов: ПРИ НАЛИЧИИ ОБЪЕМНОЙ СКРЫТОЙ ...

Юрист Илона Гуськова: можно ли получить наследство, если брак не был зарегистрирован

Интервал движения на МЦД-1 стабилизировали после сбоя

Арсений Гончуков объяснил, почему в Нижнем Новгороде часто снимают кино

Экология в России и мире

«Предчувствие Рождества»: органный вечер с Татьяной Андриановой в сердце Москвы

Волейболисты «Динамо» (Москва) в Marins Park Hotel Нижний Новгород

Сеть «585*ЗОЛОТОЙ» показала работу ювелиров в новом видеоролике

Иммунный активатор под окном: доктор Садыков рассказал о свойствах шиповника

Спорт в России и мире

Гарсия возвращается в теннис после панических атак: «Больше не хочу, чтобы победа на «Большом шлеме» или топ-5 были моей целью»

Во французском городе Грас открыли корт имени Даниила Медведева

Зарина Дияс узнала хорошую новость от WTA

Теннисисты из Италии второй раз подряд выиграли Кубок Дэвиса

Moscow.media

Bloody - участник и технический партнер Red Expo-2024

Машина с молодой компанией врезалась в грузовик: погибла 18-летняя девушка

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Отделение СФР по Москве и Московской области оплатило свыше 243 тысяч дополнительных выходных дней по уходу за детьми с инвалидностью

Кривые березки каменнолобых холмов











Топ новостей на этот час

Rss.plus






Арсений Гончуков объяснил, почему в Нижнем Новгороде часто снимают кино

Экономист Беляев: банк может отказать в выдаче кредита из-за низкого дохода

Александр Веселов: ПРИ НАЛИЧИИ ОБЪЕМНОЙ СКРЫТОЙ ...

«ЗЭТО» примет участие в Международном форуме «Электрические сети 2024»