22 ნოემბერს, გამთენიისას აფეთქებები იყო უკრაინის ქალაქ სუმიში. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დრონებით შეუტიეს ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონს.
სუმის მერის, არტიომ კობზარის ცნობით, დაიღუპა სულ მცირე 2 და დაიჭრა 12 ადამიანი.
ბოლო ხუთი დღის განმავლობაში სუმიზე დრონებით და რაკეტებით არაერთი შეტევა განხორციელდა. დაიღუპა 20-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 3 ბავშვი.