საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, ლექტორები და დოქტორანტები გმობენ 19 ნოემბერს მშვიდობიანი აქციის დაშლას. ერთობლივ განცხადებას, 20 ნოემბრის დილის 11:00 საათისთვის, 400-მდე ადამიანი უერთდება. განცხადებაზე ხელმომწერები აპროტესტებენ უნივერსიტეტის ტერიტორიის პოლიტიკური მიზნებისთვის და შსს-ს დანაყოფების მიერ გამოყენებას.