მოსკოვში სასამართლომ დააჯარიმა გამოცემა Eksmo და ტიპოგრაფიკის კომპანია "პარეტო-პრინტი", ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების ბრალდებით - რომელიც აღმოაჩინეს მწერალ ვლადიმირ სოროკონის რომანში "მემკვიდრეობა". ამ ცნობას სასამართლოდან ავრცელებს სააგენტო TASS-ი.
ორივე ორგანიზაციას დაეკისრა ოთხ-ოთხი მილიონი რუბლის (39 000 ამერიკული დოლარი) გადახდა. მანამდე იგივე ბრალდებით ანალოგიური ჯარიმა დააკისრეს გამოცემას АСТ.
სასამართლოსადმი წარდგენილი საექსპერტო დასკვნა ირწმუნებოდა, რომ "მემკვიდრეობაში" არის პორნოგრაფიული ხასიათის რვა ეპიზოდი, მათ შორის ოთხი - არასრულწლოვანი გოგონების მონაწილეობით. გამოცემის და ტიპოგრაფიკის კომპანიების იურისტები ჯარიმის გასაჩივრებას აპირებენ.
მანამდე რომანში აღმოაჩინეს "ლგბტ პროპაგანდა". წიგნი მაღაზიებიდან გაქრა, ვებსაიტებზე დაბლოკილ იქნა.
თავად სოროკინი აცხადებს, რომ რომანი არ შეიცავს არც პორნოგრაფიას, არც პედოფილიას, არც "ლგბტ პროპაგანდას", რადგან მისი ყველა პერსონაჟი ზრდასრულია, სასტიკი სცენები ასახავს სამყაროს სისასტიკეს, და საკუთრივ რომანი ფანტასტიკის ჟანრშია დაწერილი.