ამერიკული „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომელს, ეთო ბუზიაშვილის მეოთხე დღეა საკუთარ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეზღუდული აქვს. იმის მიუხედავად, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მას და მის კოლეგას, სოფო გელავას შეზღუდვები მძიმე მუხლებით აღძრული საქმის ფარგლებში დაუწესა, გამოკითხვაზე ჯერ არ დაუბარებიათ.