ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 5000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა სასურსათო მაღაზიის მფლობელ ვიტალი გუგუჩიას. მას ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და ძალადობას ედავებიან.