თბილისში შეხვედრებს მართავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, აზრა ზეია, რომელიც საქართველოში 11 ივლისს, თბილისსა და ვაშინგტონს შორის მზარდად გართულებული ურთიერთობების ფონზე ჩამოვიდა და პირველი შეხვედრა „აგენტების კანონის“ სამიზნე ჯგუფთან - სამოქალაქო სექტორთან გამართა.