2021 წლის სექტემბერში ბათუმელებმა გაიგეს, რომ ქალაქთან ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის მშენებლობა იგეგმება. ბათუმში იწყება „უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი“ კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელი, საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურით.