24 ოქტომბერს მოლდოვამ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის ორ ათეულ მედია საშუალებაზე წვდომა გადაკეტოს.
კიშინიოვი ამ ნაბიჯს იმის ასაბუთებს, რომ მათ მოლდოვის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში იყენებენ.
მოლდოვის დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურის დადგენილებაში ჩამოთვლილია რუსეთის 22 საინფორმაციო რესურსი, მათ შორის, Russia Today და ენ-ტე-ვე.
დადგენილებაში წერია, რომ მოლდოვის ინტერნეტ-პროვაიდერებს უბრძანეს, დაუყოვნებლივ გადაკეტოს ამ საიტებზე წვდომა.
Reuters-ის კორესპონდენტის თანახმად, ამ ის მიუხედავად ზოგიერთი მათგანი კვლავ მისაწვდომი იყო მოლდოვაში. რუსეთის ხელისუფლებას კიშინიოვის გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.