ლატვია უკრაინას გადასცემს მთელ თავის პორტატულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს Stinger-ს, – ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეჩემ რამშტაინის კონტაქტური ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ლატვია ასევე გააგრძელებს უკრაინელი სამხედროების წვრთნას და 2022 წელთან შედარებით, ორჯერ მეტ პერსონალს მოამზადებს.
„ლატვიამ უპასუხა უკრაინის თხოვნას საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ და გადაწყვიტა უკრაინას გადასცეს ყველა ის საჰაერო თავდაცვის სისტემა Stinger, რაც გვაქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გადმოგცეთ საჰაერო თავდაცვის სისტემა. ყველა Stinger, რომელიც ჩვენ გავგზავნეთ უკრაინის ფრონტზე გამიზნულია არა მხოლოდ უკრაინის თავისუფლებისთვის, არამედ ლატვიის უსაფრთხოებისთვისაც“, – განაცხადა მან.
ამავდროულად, მურნიესმა აღნიშნა, რომ ლატვია არ დარჩება დაუცველი ამის შემდეგ, რადგან უფრო თანამედროვე შვედური წარმოების RBS 70 სისტემები აქვთ.