„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ღიად თქვეს უარი კიევში მიწვევაზე, რუსეთის ომის წლისთავისთვის. წლევანდელი უარი შარშანდელზე მტკიცეა. ერთი წლის წინ, ყოყმანისა და კამათის შემდეგ, საქართველოს ოფიციალური დელეგაცია უკრაინაში მაინც ჩავიდა- ომის ფონზე, ეს იყო პირველად და ჯერჯერობით - უკანასკნელად.