„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურად გაკოტრებული გუნდის ყოფილი ლიდერები ახლა სხვა ფორმატში იკრიბებიან კეზერაშვილის ხელმძღვანელობით იმისთვის, რომ იქნებ, ახლა მაინც მიაღწიონ გარკვეულ შედეგს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ქრონიკის“ ექსკლუზიურ ფოტოს, რომელიც ასახავს ლონდონში დავით კეზერაშვილის მონაწილეობით გამართულ საიდუმლო მოლაპარაკებების პროცესს.
„ფაქტი არის ჯიუტი, რომ ის დახარჯული მილიონები რაც გასწიეს მათ სააკაშვილის გასათავისუფლებლად კანონიერი სასჯელისგან, შედეგს ვერ მოიტანს, რადგან კანონი ფულზე მაღლა დგას ამ ქვეყანაში. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურად გაკოტრებული გუნდის ყოფილი ლიდერები ახლა სხვა ფორმატში იკრიბებიან კეზერაშვილის ხელმძღვანელობით იმისთვის, რომ იქნებ, ახლა მაინც მიაღწიონ გარკვეულ შედეგს. სასჯელს მის მიერ, ვისაც მიესაჯა, მოხდა სჭირდება“, – აღნიშნა წულუკიანმა.
„ქრონიკას“ ექსკლუზიურად მიაწოდეს ფოტო ლონდონიდან, სადაც ჩანან ყოფილი სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი, ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე, ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი დავით ტყეშელაშვილი.