Добавить новость

В 2024 году наибольшую активность по выходу на российский рынок демонстрировали китайские бренды

В Москве полиция задержала мужчину, который хотел дать взятку инспектору ДПС

Монокль Байдена запотел. Никак не может увидеть доллар за 200 рублей

Белоусов в ярости: Побег с миллиардами на счетах в страну НАТО. Куда исчезла заместитель Шойгу генерал Шевцова

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რატომ გაუშვა მოსამართლემ ცოლის მკვლელი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში?

ავტობუსში ცოლის სასტიკად მკვლელობისთვის ბრალდებული როინ მებონია სასჯელს გამოჯანმრთელებამდე ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ქუტირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოიხდის. გამოჯანმრთელების შემდეგ კი მსჯავრდებული სასჯელის ვადის ამოწურვამდე საპატიმროში გადაინაცვლებს

17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომეო ტყეშელაშვილმა 38 წლის როინ მებონია დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალში და მას ცოლის მკვლელობისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კაცს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, დანაშაულის ჩადენის მომენტში შეზღუდული შერაცხადობა ჰქონდა, მოსამართლემ, კანონმდებლობის თანახმად, ეს გარემოება სასჯელის განსაზღვრის დროს გაითვალისწინა და მას არა უვადოდ, არამედ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ამასთან, გამოჯანმრთელებამდე იძულებით სამკურნალო დაწესებულებაში გაუშვა:

„როინ მებონია დამნაშავედ იქნას ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ პრიმა და „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით. სს საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მსჯარდებულმა დანიშნული სასჯელი მოიხადოს შესაბამის სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებაში. შპს. აკადემიკოს ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. გამოჯანმრთელების შემდეგ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით“.

როინ მებონიას გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) ჩადენილ დანაშაულს ედავებოდა, რაც სასჯელის ზომად 16-დამ 20 წლამდე, ან უვადოდ პატიმრობას გულისხმობს.

განაჩენის გამოცხადებას როინ მებონია სასამართლო დარბაზში ესწრებოდა. საბრალდებო დასკვნის გასაჯაროვებამდე, კაცმა მხოლოდ ერთი ფრაზა თქვა:

“ბატონო მოსამართლე, ავად ვარ და ვერ ვხვდები, რა ხდება”.

განაჩენი სასამართლოს დარბაზში მოისმინეს მოკლული სოფო კვარაცხელიას ოჯახის წევრებმა და დედამ.

ხათუნა ნაჭყებია, სოფოს დედა, სასამართლოზე დასასწრებად ზუგდიდიდან ჩამოვიდა. ის 9 თვის განმავლობაში, შვილის მკვლელის ციხეში უვადოდ გაშვებას ითხოვდა. ამას ითხოვს დღესაც.

ქალი დარწმუნებულია, რომ მისი სიძე არ არის შეურაცხადი და როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნება, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში შეიცვალოს:

„პირველი ინფარქტი მაშინ მივიღე, სოფოს ამბავი რომ შევიტყვე. ახლა ისე ვარ, ალბათ განმეორებით დამემართება გულის შეტევა. არ მოვეშვები ამ საქმეს. ყველამ უნდა დაინახოს, როგორ სამაგალითოდ დაისჯება ცოლის მკვლელი, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს“.

სოფო კვარაცხელიას დედა დასახმარებლად ქალთა უფლებების დამცველებს მიმართავს:

„თბილისში ვერ ვრჩები, რადგან სოფოს შვილები ზუგდიდში მელოდებიან, მაგრამ იქიდან მოვძებნი ქალთა უფლებების დამცველების ტელეფონის ნომრებს და იქიდან დავუკავშირდები და მათთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას. ჩემი სიძე არ იყო შეურაცხადი. თუკი შეურაცხადი იყო, მარტო სოფოს რატომ ურტყამდა დანას? თუკი შეურაცხადი იყო, როცა ბავშვი აჩერებდა, მასაც რატომ არ მიუბრუნდა და რატომ არ ჩაარტყა დანა? მკვლელობას ჩემი მეორე შვილი და მისი სამი შვილიც შეესწრო, თუკი შეურაცხადი იყო, ისინიც რატომ არ დახოცა? მან ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა და ვის კლავდა. გამცეს ამ კითხვებზე პასუხი მისმა ადვოკატმა“.

როინ მებონიას ადვოკატი, სულხან კომახიძე, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დანაშაულის ჩადენის მომენტში არა თუ შეზღუდული შერაცხადობის, არამედ სრულად შეურაცხადი იყო, მოსამართლეს მის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე უნდა შეეწყვიტა და ბრალდებული მხოლოდ სამკურნალო დაწესებულებაში უნდა გადაემისამართებინა.

როინ მებონია მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და საქმის შეწყვეტას მოითხოვს. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, დაცვის მხარე მოითხოვს, რომ როინ მებონიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გადამოწმდეს:

„უფრო სწორი იქნებოდა, რომ შეეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე და ისე გაეშვა სამკურნალო დაწესებულებაში, რადგან ამ სადაო ექსპერტის დასკვნითაც კი დასტურდება მინიმუმ შეზღუდული შერაცხადობა, მაგრამ ის შეზღუდული შერაცხადი კი არა, საერთოდ შეურაცხადი იყო, ვერ ხვდებოდა და ვერ აცნობიერებდა, რას აკეთებდა. დადასტურდა ცალსახად, რომ ქმედების განხორციელების დროს ადამიანი სრულად ჭკუაზე არ იმყოფებოდა. ახლა თქვენ რომ ხედავთ სასამართლო დარბაზში, რომ თითქოს უკეთესად არის, ის გადის მკურნალობას. დაკავების დროს სულ სხვაგვარად იყო, ვერ აცნობიერებდა, რას აკეთებდა, შეურაცხადი იყო“.

სააპელაციო სასამართლოს მიმართავს ბრალდების მხარეც. ისინი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სასჯელის დაწესების ნაწილში არ ეთანხმებიან:

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს“.

შეზღუდული შერაცხადობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფება შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ე.ი. ფსიქიკური დაავადების გამო, არ შეუძლია სრულად გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა.

სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული შერაცხადობის დროს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, თუმცა, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს და ეს მდგომარეობა შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება.

ანა თავხელიძე, სისხლის სამართლის იურისტი და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ადვოკატი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მოსამართლემ ცოლის მკვლელის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სწორედ კანონმდებლობის გათვალისწინებით იმოქმედა, რაც იმას გულისხმობს, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეზღუდული შერაცხადობის მქონე ბრალდებულს, შემამსუბუქებელი გარემოების საფუძველზე განუსაზღვრა სასჯელის შედარებით მსუბუქი ზომა.

მისი თქმით, მეორე მხრივ, გამოძიებას და შემდეგ უკვე სასამართლოს, მკაფიო პასუხები უნდა გაეცა კითხვებზე ბრალდებულის შერაცხადობასთან დაკავშირებით:

„როდესაც საქმეში ჩნდება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხი, რასაც ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, პრაქტიკაში, მხოლოდ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ადგენს და უთითებს, რომ პირი დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეზღუდული შერაცხადი ან სრულფასოვნად ვერ აცნობიერებდა შედეგებს, ეს არის შემამსუბუქებელი გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს. ამ საკანონდებლო ჩანაწერით, მოსამართლე შეზღუდულია და ვალდებულია, ეს ფაქტორი გაითვალისწინოს. მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად სწორად დგინდება შეზღუდული შერაცხადობა და ექსპერტიზამ რამდენად გაითვალისწინა ყველა ის გარემოება, რაც ამ საქმეში რელევანტური იყო. ზოგადად, მუდმივად არის კითხვის ნიშნები ექსპერტიზის სანდოობასთან დაკავშირებით და ამიტომ ეს ხშირად იქცევა ხოლმე პრობლემად. თან ეს ისეთი სფეროა, რომ პრაქტიკაში ნაკლებად გვაქვს ექსპერტიზის გადასინჯვის შესაძლებლობა. გასარკვევია, ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში, ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევა თუ მოხდა და დარწმუნდა თუ არა სასამართლო, რომ ეს პირი ნამდვილად იყო შეზღუდულად შერაცხადი“.

ანა თავხელიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ განსაკუთრებით ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის საქმეებზე, ხშირია ფაქტები, როდესაც ბრალდებულის ოჯახი და დაცვის მხარე აპელირებენ, რომ დანაშაულის ჩადენის დროს, ბრალდებული იყო შეურაცხადი და ამით ისინი ცდილობენ არა თუ შეამცირონ სასჯელის ზომა, არამედ სრულად აარიდონ თავის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას:

„ერთგვარი სტრატეგია არის ხოლმე ეს როგორც ადვოკატის, ისე ოჯახის. ყველა ასეთ მძიმე საქმეში, მათ შორის, სექსუალური ძალადობის საქმე იქნება თუ მკვლელობის საქმე, ხშირად ოჯახი და ადვოკატი აპელირებენ, რომ ბრალდებულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. თუმცა, ექსპერტიზა იმისთვის არსებობს, რომ ეს ტესტი ჩააბაროს და განსაზღვროს საქმე სიმულაციასთან გვაქვს თუ რეალურად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემასთან. რამდენად ეთიკურია დაცვის მხრიდან ამგვარი სტრატეგიით მუშაობა, ეს კიდევ ცალკე პროფესიული კეთილსინდისიერების საკითხია“.

ანა თავხელიძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს კითხვები ბრალდებულის შერაცხადობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს:

„სააპელაციო უნდა შევიდეს მსჯელობაში და თქვას, არის თუ არა სანდო და დამაჯერებელი ექსპერტიზის დასკვნა. უნდა მოხსნას კითხვის ნიშნები ორივე მხარისთვის. ეს ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს გადასინჯული, რადგან სწორედ ამ ნაწილში აქვს სადავო გარემოება და გამორიცხოს ყოველგვარი ეჭვები. სასამართლოზე უნდა დაიკითხონ ის ექსპერტები, რომელმაც დასკვნა დაწერეს“.

21 მაისს, 31 წლის სოფო კვარაცხელიას ავტობუსში მკვლელობის ფაქტს მისი ორი შვილი, სამი დისშვილი და და შეესწრო. მკვლელობის კადრები აღბეჭდა ავტობუსში დამონტაჟებულმა სამეთვალყურეო კამერამაც. სოფო, მისი და და ქმარი, ხუთ ბავშვთან ერთად, ერთი შეხედვით, მშვიდად მგზავრობდნენ. ქალები და ბავშვები ისხდნენ. კაცი ფეხზე იდგა. კაცმა ცოლი ავტობუსში ყოველგვარი წინარე კონფლიქტის გარეშე მოკლა.

შვილის დასაფლავების შემდეგ შეიტყო ხათუნა ნაჭყებიამ, რომ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, სოფო ქმარმა ერთ-ერთ სატელეფონო კომპანიაში, ტელეფონიდან წაშლილი მოკლე ტექსტური შეტყობინებების აღსადგენად მიიყვანა:

„ეს იყო მკვლელობამდე დაახლოებით 10 დღით ადრე. იქ რა მოხდა და როგორ, არ ვიცი. შესაძლოა იყო რაიმე მესიჯი, მაგრამ ეს რაიმეს ცვლის? თუნდაც მესიჯი ყოფილიყო, ვინ მისცა მას უფლება, რომ ჩემი შვილი მოეკლა?“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ხათუნა ნაჭყებიამ.

2022 წელს, სოფო კვარაცხელიას გარდა, საქართველოში 20 ქალი მოკლეს. ფემიციდის ან ფემიციდის მცდელობის ყველაზე მეტი შემთხვევა ქმრებმა ჩაიდინეს. 2022 წელს ფემიციდის შედეგად დაობლდა 21 ბავშვი. მათ შორის ყველაზე პატარა - ერთი წლის.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Белоусов в ярости: Побег с миллиардами на счетах в страну НАТО. Куда исчезла заместитель Шойгу генерал Шевцова

В Долгопрудном временно изменено расписание 5 автобусов из-за плановых работ

Минтранс Подмосковья опубликовал список маршрутов до пляжей

МФЦ Подмосковья и Сбербанк подписали соглашение о сотрудничестве

Музыкальные новости

Как выбрать китайский автомобиль в России?

Если спорт – это мир, то баскетбол – целая жизнь: президент РФБ Андрей Кириленко о карьере спортсмена, медийности и стратегических планах развития

Всероссийский фестиваль под художественным руководством Надежды Бабкиной пройдет в Псковской области

Дни вьетнамского кино пройдут в Москве

Новости России

Минтранс Подмосковья опубликовал список маршрутов до пляжей

Никита Гоптарев из Подмосковья выиграл грант на проект о героях войны

Власти Московской области ужесточили правила выгула собак

В Пермском крае отремонтируют более 50 км дорог в 2024 году в рамках нацпроекта

Экология в России и мире

Сборная СЛД «Чита» одержала победу над командой Камеруна в товарищеском матче по футболу

Отборочный этап «Абилимпикса» прошел в Реутове

Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети: на фестиваль в Якутск приехали директора крупнейших цирков и продюсеры, профессиональные артисты

Деликатес в чаше: всего по чуть-чуть

Спорт в России и мире

Джокович прилетел из Лондона на игру сборной Сербии с датчанами

МОК официально допустил Медведева, Сафиуллина, Александрову и Андрееву на Олимпиаду

Теннисистка Анастасия Тихонова вышла в ½ финала квалификации Уимблдона

Дарья Касаткина с уверенной победы стартовала на травяном турнире в Истбурне

Moscow.media

Военные следователи провели рейд по бывшим мигрантам в Феодосии

Более 12 млн раз проехали автомобилисты по платной трассе М-12 Восток

Заместитель Московско-Курского транспортного прокурора в рамках работы мобильной приемной провела личный прием граждан на Курском вокзале г. Москвы

CorpSoft24 перевела информационные системы ВДНХ на платформу «1С: Предприятие 8»











Топ новостей на этот час

Rss.plus






В 2024 году наибольшую активность по выходу на российский рынок демонстрировали китайские бренды

Белоусов в ярости: Побег с миллиардами на счетах в страну НАТО. Куда исчезла заместитель Шойгу генерал Шевцова

В Останкинском поставят на ролики

Деликатес в чаше: всего по чуть-чуть