სულ მცირე 3400-მდე გაიზარდა რიცხვი მსხვერპლისა, რომელიც მოჰყვა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარ ძლიერ მიწისძვრას. ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის მონაცემი კვლავ მნიშვნელოვნად მოიმატებს, იმ ფონზე, როცა მიმდინარეობს აქტიური სამაშველო სამუშაოები ნანგრევებიდან ადამიანთა გამოსაყვანად.
თურქეთი იუწყება სულ მცირე 2300 მსხვერპლზე, კიდევ 1100-მდე ადამიანი დაიღუპა სირიაში, მეამბოხეთა და მთავრობის მიერ კონტროლირებულ მიწებზე - აცხადებენ სახელმწიფო მედია და ექიმები.
შესაბამისი უწყებები მსხვერპლის შესახებ მონაცემებს მთელი დღის განმავლობაში ანახლებდნენ და გამოთქვამდენენ შიშს, რომ რიცხვი კიდევ გაიზრდება. ათი ათასობით ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი ზამთრის ყინვაში.
უკრაინა და რუსეთი, ისევე, როგორც აშშ, იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც მყისიერად გამოვიდნენ რეგიონში მაშველების და სხვა ტიპის დახმარების გაგზავნის პირობით.