28 იანვრის საღამოს, ტელეგრამის არხმა, რომელსაც "პრიგოჟინის პრესსამსახური" ეწოდება, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა კომპანიის მიერ დაქირავებული სამხედროების მიერ დონეცკის ოლქის სოფელ ბლაგოდატნოეზე კონტროლის დაწესების შესახებ.
"ვაგნერის“ დანაყოფებმა აიღეს ბლაგოდატნოე. ბლაგოდატნოე ჩვენი კონტროლის ქვეშაა", - ნათქვამია შეტყობინებაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია თავის შეტყობინებაში არ დაადასტურა.
რამდენიმე რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა გამოაქვეყნა სავარაუდო ბლაგოდატნოეს შესასვლელი სტენდის ფონზე "ვაგნერელთა" მიერ გადაღებული ფოტო. ეს პოსტი ასევე გაიზიარა "ვაგნერთან" აფილირებულმა ტელეგრამის არხმა Grey Zone-მა.
29 იანვრის დილის ანგარიშში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უარყო სოფელ ბლაგოდატნოეზე კონტროლის დაკარგვა. უკრაინა აცხადებს, რომ წარმატებით იქნა მოგერიებული რუსეთის თავდასხმის ბლაგოდატნოესა და დონეცკის რეგიონის 13 სხვა დასახლებულ პუნქტის მიმართულებით.