საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პორტუგალიის გრან პრიზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა. ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა. საბა ინანეიშვილი (+100 კგ) კი მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.
ილია სულამანიძემ ნახევარფინალის გზაზე პორტუგალიელი დიოგო ბრიტესი, ავსტრიელი ლორან ბოელერი და უკრაინელი ანტონ სავიცკი დაამარცხა. ფინალის საგზური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის - ლუკაშ კრპალეკის ძლევით მოიპოვა. საჩემპიონო ბრძოლაში კი წუთსა და ცამეტ წამში მოუგო იაპონელ დოტა არაის.
საქართველოს ნაკრები პორტუგალიის გრან პრიზე თორმეტი სპორტსმენით გამოვიდა.