პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთით, ბელუჯისტანის პროვინციაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ავტობუსი ხიდის საყრდენს შეეჯახა, ხევში ჩავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. ხელისუფლების განცხადებით, სულ მცირე სამი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
ავტობუსი ქალაქ კვეტასა და სამხრეთ პაკისტანის საპორტო ქალაქ ყარაჩის შორის გადაადგილდებოდა.
„ავარია, შესაძლოა ავტობუსის მძღოლმა გამოიწვია, სავარაუდოდ მას ჩაეძინა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.