ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო Frontex-მა იანვრიდან მოკიდებული დააფიქსირა ევროპაში 275 ათასზე მეტი არალეგალური შესვლა, რაც 73%-ით მეტია, ამავე პერიოდის შარშანდელ მაჩვენებელზე.
Frontex-ის თანახმად, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2016 წლის შემდეგ.
ყველაზე ხშირად მიგრანტები არალეგალურად შედიან ევროპის კავშირში დასავლეთ ბალკანეთის გავლით. Frontex-ის მონაცემებით, 2022 წელს ეს მარშრუტი გამოიყენა 128 ათასზე მეტმა მიგრანტმა, ძირითადად ბურუნდიდან, ავღანეთიდან და ერაყიდან. ზოგი მათგანი თვითმფრინავით ჩადის სერბეთში, რომელიც არ შედის ევროპის კავშირში, და იქ რჩება. მოგვიანებით ისინი ევროზონის საზღვრებისკენ მიემართებიან.
მიგრანტები ასევე ცდილობენ ხმელთაშუა ზღვის გზით იტალიაში მოხვედრას და ამგვარად შესვლას ევროკავშირში. ამ მიმართულებაზე საზღვრის გადაკვეთის შემთხვევებმა 2022 წლის ათი თვის განმავლობაში 79 ათასს გადააჭარბა, იტყობინება Frontex-ი.
ამასთან, არალეგალური მიგრაციის ინტენსივობა შესუსტდა ესპანეთის გავლით და სახმელეთო გზით - უკრაინისა და ბელარუსის გავლით. ევროკავშირის წევრებმა - პოლონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ - ბელარუსთან საზღვრებზე კედელი ააშენეს არალეგალური მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად.