გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, მკაცრად გააკრიტიკა ირანის მთავრობა, საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობის გამო და მხარი დაუჭირა ევროკავშირის ახალ სანქციებს ისლამური რესპუბლიკის მიმართ. "ჩვენი სურვილია, გავაგრძელოთ ზეწოლის გაძლიერება [ისლამური] რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე", განაცხადა შოლცმა 12 ნოემბერს ტვიტერზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
მოსალოდნელია, რომ ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც 14 ნოემბერს შეიკრიბებიან, დამატებითი სანქციების შემოღებაზე შეთანხმდნენ.
"300-ზე მეტი ადამიანია მოკლული, ათობით სასიკვდილო განაჩენი და 14 000-ზე მეტი დაპატიმრებული. და ეს ახლა, ჯერჯერობით. ისინი, ვინც ირანში ჩაგვრის წინააღმდეგ გამოდიან, საფრთხეს უქმნიან საკუთარ სიცოცხლეს და ხშირად მათი საყვარელი ადამიანების სიცოცხლესაც - და წამება და ათწლეულობით პატიმრობა ემუქრებათ“.
ირანში სექტემბრის შემდეგ არ წყდება საპროტესტო აქციები, რომლებიც მოჰყვა 22 წლის ქალის სიკვდილს მას მერე, რაც ის მორალის პოლიციამ თავსაფრის არასწორად ტარების გამო დააკავა.