რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და მისმა ირანელმა კოლეგამ, ებრაჰიმ რაისიმ სატელეფონო საუბარი გამართეს.
Reuters-ის ცნობით, ორივე ლიდერმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
კრემლის ცნობაში, რომელსაც სააგენტო ეყრდნობა, არაფერია ნათქვამი საუბრის თარიღზე და არ არის ნახსენები ირანის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდება.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, თებერვლის მერე რუსეთმა გააქტიურა თავისი მოქმედება ირანსა და სხვა არადასავლურ ქვეყნებთან კავშირების განვითარების მიმართულებით.
ირანი თავიდან არ აღიარებდა, რომ რუსეთს აწვდის საბრძოლო, უპილოტო საფრენ აპარატებს, ე.წ. თვითმკვლელ დრონებს. უკრაინამ ახლახან დაადასტურა კიდევ ერთხელ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული ეს იარაღი ირანული წარმოებისაა.