პრინცესას გარდაცვალების შემდეგ მრავალი წელი გავიდა, თუმცა იგი კვლავ კეთილშობილების, გრაციოზულობის, ელეგანტურობისა და განუმეოერებლი სტილის სიმბოლოდ ითვლება. მისი შთაგონებით იქმნება ფილმები, იწერება წიგნები, მზადდება მოდის აქსესუარები.
დღეს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა სერიალი “გვირგვინი”, რომელიც ბევრი ადამიანის, მათ შორის სამეფო ოჯახის გაღიზიანებას იწვევს. ამბობენ, რომ იგი არაობიექტური, რომანტიზებული და სუსტი ნამუშევარია, თუმცა ფაქტია, რომ სერიალმა მთელი მსოფლიო მოიცვა და უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, რაც იდეალურად შერჩეული მსახიობების, მათი ნიჭიერების, საოცარი გრიმისა და კოსტიუმების დამსახურებაა.
თუმცა პრინცესა დაიანას ცხოვრებაზე გადაღებული სხვა ფილმებიც არსებობს, რომელთა შესახებაც, შესაძლოა, არ გსმენიათ.
- The Princess, დოკუმენტური ნამუშევარი, რომელიც კომპანია HBO-მ ლედი დის გარდაცვალებიდან 25 წლის თავზე გამოუშვა და დაიანას, როგორც სახალხო ფიგურას და მის მიმართ ხალხის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ეძღვნება.
- Spencer, მხატვრული, ფილმი, რომელშიც კრისტენ სტიუარტი მთავარ როლს ასრულებს, 2021 წელს გამოვიდა. მას დიდი კრიტიკა მოჰყვა. მართალია, მსახიობმა ოსკარის პირველი ნომინაცია დაიმსახურა, თუმცა მაყურებლები სტიუარტის თამაშს უარყოფითად აფასებდნენ და თვლიდნენ, რომ იგი როლს არ შეეფერებოდა. ფილმი პრინცესა დაიანას შინაგან ემოციებს, მის ფსიქოლოგიურ პრობლემებს და სამეფო ოჯახთან ურთიერთობას წარმოაჩენს. სიუჟეტური ხაზი საკმაოდ საინტერესო და განსხვავებულია.
- Diana, Our Mother: Her Life and Legacy, დოკუმენტური ფილმია, სადაც პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი გულღიად საუბრობენ საკუთარ დედაზე, მათ მოგონებებზე. დაიანას სახელსა და იმ წარუშლელ კვალზე, რომელიც მსოფლიოს მეხსიერებაში დატოვა.
- Diana, ნაკლებად ცნობილი, თუმცა საკმაოდ კარგი ფილმია. მთავარ როლს ნაომი უოტსი ასრულებს. ნამუშევარი პრინცესას ცხოვრების ბოლო ორ წელს აღწერს. განქორწინება ჩარლზთან, დაიანას ახალი ცხოვრება, მისი საქველმოქმედო საქმიანობები. ასევე უნდა აღინიშნოს ნაომის ძალიან ძლიერი და საინტერესო შესრულება.
- Charles & Diana: A Royal Love Story, სატელევიზიო ფილმია, რომელიც 1982 წელს გამოვიდა და იგი პრინცი ჩარლზისა და პრინცესა დაიანას ქორწინების შესახებ გვიამბობს. მასში წყვილის ურთიერთობაა ასახული, თუმცა რამდენად ობიექტურად, ეს თავად შეაფასეთ.
წყარო/ფოტო: Today