Мы в Telegram
Добавить новость

МГУ и «Уралхим» подготовят руководителей проектов для химического производства России

Столичный психолог рассказала, как уладить конфликт с коллегами из-за кондиционера

Воробьев: в Подмосковье инвесторы строят предприятия в среднем за 12-18 месяцев

Перспективы развития отечественного семеноводства обсудили в Подмосковье



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„ენღელაბი“ ირანში? - უწყვეტი პროტესტი

„ენღელაბი“ ირანში? - უწყვეტი პროტესტი

სპარსულად რევოლუციას „ენღელაბი“ ჰქვია, ვარსკვლავთმრიცხველები კი ამ ტერმინით პლანეტების ტრიალს, ორბიტაზე სვლას აღნიშნავდნენ. ძალადობრივი ქმედებით პოლიტიკური გადატრიალების მნიშვნელობა ამ სიტყვამ საფრანგეთის რევოლუციის გამო შეიძინა. გასულ საუკუნეში ირანში ერთი, „ენღელაბ-ე ესლამი“ უკვე მოხდა. ირანში ახლანდელ ამბოხს ძალადობრივის ვერ უწოდებ, მაგრამ ის შეუდრეკელი, უშიშარია და პროტესტის ათასნაირ ფორმებს მიმართავს: თავსაფრების საჯაროდ დაწვით დაწყებული მოლებისთვის ხელის აკვრით ჩალმის ჩამოგდებით დამთავრებული. ელის ირანს ახლა სხვა "ენღელაბი"? რაც უნდა დაარქვან ახლანდელ ამბოხს, მისი ბუნება დღეს გავრცელებული ლოზუნგის სამ სიტყვაში ჩანს: „ზან, ზენდეგი, აზადი“ - „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ და ის თეირანში 16 სექტემბერს მომხდარ ტრაგედიას გამოხატავს.

როგორ დაიწყო

2022 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ირანში, თეირანში, შორეული ქურთისტანიდან პროვინციიდან, სტუმრად ჩასული 22 წლის ქალი მაჰსა ჟინა ამინი მორალის პოლიციამ დააკავა და განყოფილებაში წაიყვანა ბრალდებით, რომ მას თავსაფარი არ ეკეთა წესის მიხედვით. ამინი იქ ცუდად გახდა, კომაში ჩავარდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ვინ ან რამ მოკლა ქალი, რომელიც ისლამური ჩაცმა-დახურვის მკაცრი წესის დარღვევისთვის დააკავეს, არაა გარკვეული, მაგრამ დღემდე არ ცხრება მისი სიკვდილის გამო, მას შემდეგ მომძლავრებული საპროტესტო მუხტი, რომელიც მთელ ირანში გავრცელდა.

ისლამური რესპუბლიკა სასტიკად უსწორდება საპროტესტო აქციების მონაწილეებს, მოკლულთა რიცხვი 200-ს ასცდა კარგა ხანია და, სავარაუდოდ, ბევრად მეტია, დაპატიმრებულია ათასობით ადამიანი. ირანში ამბოხის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ დასავლეთის ქვენების ლიდერები.

საპროტესტო ტალღა ცვალებადია, ის ხან იზრდება და ძლიერდება, ხანაც ცხრება. მსოფლიოს ათეულობით ქალაქში, ოკეანის გადაღმა და ევროპაში, საქართველოშიც, მოეწყო სოლიდარობის დემონსტრაციები, რომლებშიც ირანელ ემიგრანტებთან ერთად ათეულათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში.

ირანის საპროტესტო გამოსვლებს ორიგინალური ფორმები აქვს ხოლმე: არაერთმა ქალმა საჯაროდ შეიჭრა თმა - ახალგაზრდა ადამიანების დატირების ძველი ფორმა გაიხსენეს. თმის შეჭრით ირანის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს გამოჩენილმა არტისტებმა, რისი ჩანაწერიც ინტერნეტს მოედო. ირანში და სხვაგან საჯაროდ წვავდნენ თავსაფარს, პროტესტის თავისებურ სიმბოლოს. ასევე გაისმის გამორჩეული ლოზუნგები, რომლებითაც მთავრობას წასვლისკენ მოუწოდებენ. არის ბევრად უხეში ლოზუნგებიც.

მუდამ მეამბოხე სტუდენტები

მასობრივი გამოსვლების ერთგვარი შენელების მიუხედავად, ხალხის გადაწყვეტილება, არ შეეპუონ მთავრობას, არ შეწყვიტონ პროტესტი, მტკიცეა. განსაკუთრებით ძლიერია ეს იმპულსი უნივერსიტეტებში. ბევრგან სტუდენტმა გოგონებმა და ვაჟებმა მოშალეს მათი გამყოფი ზღუდეები.

თეირანის შარიფის უნივერსიტეტში, რომელიც ირანის ყველაზე პრესტიჟული და წამყვანი უმაღლესი სკოლაა, დაშინების და დაპატიმრებების მიუხედავად, სტუდენტები არ ცხრებიან.

 

უპატივცემულობის ტალღა ჩალმიანების მიმართ

ლამის სალაღობოდ გამოიყურება პროტესტის მოლების მმართველობის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვის, ერთი შეხედვით უწყინარი, ფორმა, როცა ქუჩაში სასულიერო პირებს ხელის აკვრით თავსაბურავს - ჩალმას მოხდიან ხოლმე.

ტრადიციულად, სასულიერო პირებს ირანში პატივს სცემენ. ჩალმის ჩამოგდება მათ მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის მძაფრი ფორმაა. საქმე ისაა, რომ შიიტ სასულიერო პირს შესაძლებლობა აქვს, თუ არ მოსწონს, როგორ ეპყრობა ისლამური რესპუბლიკა ადამიანებს, გაიხადოს სამოსი და სამოქალაქო ტანსაცმლით იაროს. თუ ვითარება შეიცვლება, შეუძლია, კვლავ შესაფერისად შეიმოსოს.

ცნობილი ადამიანების პროტესტი

თარანე ალიდუსტი პოპულარული მსახიობია ირანში. ის არის არაერთი კინოპრემიის ლაურეატი, რომელმაც წლების წინ გამოაცხადა კიდეც, დიახ, ფემინისტი ვარო. ახლა, არტისტი, რომელიც ირანში ცხოვრობს, აქვეყნებს პოსტს ინსტაგრამში, უთავსაფროდ და ხელში ქურთულ ენაზე წარწერით: ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება.

38 წლის ალიდუსტის მტკიცედ აქვს ირანში დარჩენა გადაწყვეტილი, „არც საზღვარგარეთის პასპორტი მაქვს და არც ბინა უცხოეთში“, გამოაცხადა მან. „აქ ვრჩები, შევწყვეტ მუშაობას, მოკლულების და დაპატიმრებულების მხარეს ვიქნები, მათი დამცველი ვიქნები“, თქვა მსახიობმა, რომლის მონაწილეობით ასღარ ფარჰადის ფილმი „გამყიდველი“, ოსკარის პრემიით დაჯილდოვდა, ხოლო საიდ რუსთაის „ლეილას ძმები“, კანის კინოფესტივალზე აჩვენეს.

ალიდუსტის მაშინვე გამოუჩნდა მიმდევრები კოლეგებს შორის, მათ შორის, კინოდოკუმენტალისტი მინა აქბარი.

თარანეს პროტესტი უმნიშვნელოვანესი იყო, მაგრამ ის არ ყოფილა პირველი, ვინც თავსაფარი დემონსტრაციულად მოიხადა. არაერთმა სხვა მსახიობმა ქალმა გამოაქვეყნა საკუთარი ფოტო ჰიჯაბის გარეშე. მათ შორის არის ქათაუინ რიაჰი, რომელიც საუდის არაბეთის მიერ დაფინანსებული ტელეარხის ეთერში გამოჩნდა უთავსაფროდ.

გავრცელდა ცნობა, რომ რიაჰის სახლში პოლიცია შევიდა, მაგრამ მსახიობმა ქალმა იყოჩაღა და გაუსხლტა მას. დღემდე უცნობია მისი ადგილსამყოფელი. Instagram-ზე მის ანგარიშზე 28 სექტემბერს გამოქვეყნდა პოსტი, რომ „მის სიცოცხლეს საფრთხე“ ემუქრება.

ქუჩები უთავსაფრო ქალებით

დღეს ასე გამოიყურება თეირანის თუ სხვა ქალაქების ქუჩები უთავსაფრო ქალებით. ეს ასე დარჩება თუ მომავალში კვლავ რეპრესიები დაიწყება ცალკეული პირების მიმართ, ვინც ჰიჯაბის კანონს არღვევს, გამოჩნდება.

 

ეს ისპაანია, თავისი ტრადიციით და ისტორიით, ისლამური არქიტექტურული და ხელოვნების ძეგლებით სახელგანთქმული ქალაქი, სადაც გოგონები აღარ დაუდევენ წესს და თამამად დააბიჯებენ ქალაქში უთავსაფროდ.

 

ეს კი რამსარია, კასპიის ზღვისპირა ქალაქი მაზანდარანის პროვინციაში.

რამსარელი ახალგაზრდა ქალებიც, ჩანს, ყოველთვის არ იცავენ ჰიჯაბის კანონს.

ქუჩის პროტესტის შედარებით დამშვიდების ფონზე ირანელი ხელოვანები აქტიურობენ საპროტესტო მოძრაობაში. კედლის გრაფიტი იქნება თუ სიმღერა, პერფორმანსი თუ მხატვრობა.

უარი სახელმწიფო ჰიმნს

ბევრჯერ გინახავთ, სპორტსმენები თამაშის თუ შეჯიბრების დაწყებისას, ან გამარჯვების დროს, სახელმწიფო ჰიმნს აჰყვებიან და ხან გულით და ზოგჯერ, უგულოდაც, მღერიან. პატრიოტ ირანელებს უყვართ ჰიმნის სიმღერა, მაგრამ ბოლო დროს ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის არმღერა იქცა პროტესტის ნიშნად. ჰიმნის არმღერა და გამარჯვების არგამოხატვა, არსიხარული.

პლაჟის ფეხბურთი თუ უბრალოდ ფეხბურთი ირანში უყვართ - უყვართ გამარჯვების აღნიშვნაც. რაც ირანის პლაჟის ფეხბურთელმა ამას წინათ ჩაიდინა, ასევე პროტესტის ნიმუში იყო: ირანის გუნდმა საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო გასულ კვირაში, როცა დუბაიში დაამარცხა ბრაზილიის ნაკრები, ანგარიშით 2:1. გამარჯვების გოლის ავტორმა, საიდ ფირამუნმა თავისი დარტყმით გამოწვეული სიხარულის ნაცვლად ხელები თავს ზემოთ დაიჭირა და თმის მოჭრის იმიტაცია გააკეთა, ანუ გლოვის იმ ჟესტს მიბაძა, ასე პოპულარული რომ გახდა ირანის საპროტესტო გამოსვლების კონტექსტში.

 

არა მხოლოდ ეს. ნახევარფინალის წინ გუნდის ყველა წევრმა არ იმღერა ისლამური რევოლუციის ჰიმნი.

 

არსიხარული გამარჯვებისას

ირანის ტელევიზია მომხდარის გამო იძულებული იყო თამაშის ტრანსლაცია შეეწყვიტა. ნაკრებმა არ იზეიმა თასის გადაცემა, ფეხბურთელები ჩუმად იდგნენ გადაჯვარედინებული ხელებით. ფირამუნის ჟესტმა აღტაცება გამოიწვია სოციალურ ქსელებში, მის გამბედაობას ტაშს უკრავდნენ. ირანის ნაკრების ყოფილმა წევრმა, მეჰრდად ფულადიმ ტვიტერით დაწერა, რომ „ეს თამაშიც და ეს გამარჯვებაც დაგვავიწყდება, მაგრამ ამ ჟესტს ვერავინ დაივიწყებს“. „გამარჯვებაზე დიდი იყო ღირსება, რომელიც გამოავლინეთ“, დაწერა გერმანიის „ბაიერნის“ ყოფილმა ვარსკვლავმა ალი ქარიმიმ, რომელმაც, საპროტესტო გამოსვლების აქტიურმა მომხრემ, ფირამუნის ვიდეო გამოაქვეყნა.

ვინც ვერ ახერხებს, პოლიტიკა სათამაშო მოედნიდან შორს დატოვოს, ყველა დაისჯება, განაცხადა ირანის ფეხბურთის ფედერაციამ. თეირანში გამარჯვებით დაბრუნებულ მოთამაშეებს არ შეახვედრეს ჟურნალისტები, ისინი სხვა კარით მალულად გაიყვანეს.

ახლახან, გასულ თვეში, თეირანის საფეხბურთო კლუბმა, „ესთეღლალმა“ ირანის სუპერთასი მოიგო და ასევე არ იზეიმა. გუნდის წამყვანმა მოთამაშემ, სიავაშ იაზდანიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ გამარჯვება მიუძღვნა „ქალებს და მათ, ვინც ახლობლები დაკარგეს“.

საპროტესტო მოძრაობისადმი სოლიდარობის ნიშნად ირანის სახელმწიფო ჰიმნი არ იმღერა ირანის საფეხბურთო ნაკრების ყველა მოთამაშემ ნიკარაგუის გუნდთან ამხანაგური მატჩის დროს, რომელიც თეირანში, „აზადის“ (თავისუფლება) სტადიონზე გაიმართა.

და კვლავ უთავსაფრო ქალი

ნილუფარ მარდანი მოციგურავეა, რომელიც თურქეთში გამართულ ტურნირში გამარჯვებულის კვარცხლბეკზე უთავსაფროდ იდგა და თავისი შავი მაისური გამოაჩინა წარწერით:

 

 

2022 წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, საპროტესტო გამოსვლები, ამა თუ იმ ფორმით, არ წყდება. მის მონაწილეებს ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის დამხობა სურთ. ვინც გაბედავს და იტყვის, ამგვარად ამ რეჟიმს ვერ დაამხობთო, დაუნდობელი კრიტიკის სამიზნე ხდება.

 

 

ირანში რევოლუციის - „ენღელაბის“, ცვლილების - მოსურნეებმა ცნობილი მოძრაობა, „უფასო გადახვევა“ - Free Hugs-ი ჩართეს ამ მიზნის მიღწევის საქმეში. ადამიანების დაახლოებისთვის Free Hugs-ი ალბათ შეუცვლელია.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Солисты петербургского Дома музыки сыграли концерт классической музыки в Люксембурге

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев

ИноСМИ не смогли подловить Путина на личной встрече. Товарооборот России с ЕС окончательно рухнул

Вратарь "Краснодара" Сафонов вернулся в Москву после матча с Белоруссией

Музыкальные новости

Глава "Рексофт" - в топ-100 отечественных ИТ-лидеров

США и Европа "подготавливают" Россию и Ближний Восток для переселений?!

Собянин: Московский городской транспорт на 100 процентов отечественный

ЦСКА забрал кубок из Казани // Армейцы вернули себе титул чемпиона Единой лиги ВТБ

Новости России

Бжания: Самолеты из аэропорта Сухума будут летать в семь городов России

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев

«Большая гонка»: студенты примут участие в третьем этапе «Лиги универов»

ИноСМИ не смогли подловить Путина на личной встрече. Товарооборот России с ЕС окончательно рухнул

Экология в России и мире

Купаться надо уметь: правила, которые сохранят вам жизнь

Немцы решили элегантно кинуть турецкие отели: гостиницы Анталии уже в шоке и угрожают массовыми удержанием туристов

Befree запускает сайт для поиска талантов

Красноярский музыкальный театр представил проект театральной экосистемы будущего

Спорт в России и мире

«Он никогда не снимается с турниров». Циципас прокомментировал травму Джоковича

Российский теннисист Медведев снялся с турнира в Хертогенбосе

Экс-теннисист Ольховский: российские теннисисты выступили ниже ожиданий

«Янника Синнера очень рано сравнивать с Роджером Федерером» // Тренер мужской сборной России по теннису Игорь Куницын — о главных событиях Roland Garros

Moscow.media

Бурятский Театр кукол Ульгэр в Улан-Улан-Удэ показал в Этнографическом музее народов Забайкалья перед детьми и родителями в семейный праздник сказку Колобок - Новости и Культура, Дети и Россия

Глазово

Ученые нашли «выключатель» болезни Паркинсона

Торговые настольные электронные весы CAS PR-15P











Топ новостей на этот час

Rss.plus






В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев

«Большая гонка»: студенты примут участие в третьем этапе «Лиги универов»

СОТРУДНИКИ СОБР «СТОЛИЦА» СТАЛИ ИНСТРУКТОРАМИ НА СБОРАХ ПО БЕСПАРАШЮТНОМУ ДЕСАНТИРОВАНИЮ СПЕЦНАЗОВЦЕВ РОСГВАРДИИ В ВОРОНЕЖСКОЙ ОБЛАСТИ

Российскую культуру представят на фестивале в Бейруте