მსოფლიოში სიდიდით მესამე კრიპტოვალუტის ბირჟამ FTX-მა გაკოტრების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ Financial Times-ზე დაყრდნობით იუწყება.
ამ ბიზნესის ფასმა ერთი კვირის განმავლობაში 32 მლრდ დოლარიდან ნულამდე დაეცა. ბირჟამ კრახი მას შემდეგ განიცადა, რაც მისი მფლობელის, სემ ბენკმან-ფრიდის შესახებ გამოძიების პუბლიკაციები გავრცელდა. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ მილიარდერის ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესის აქტივები, ძირითადად, კრიპტოვალუტისგან შედგება, რომელიც მისივე ბირჟაზე არის წარმოებული. ამის შემდეგ ბირჟა მისმა კლიენტებმა მასიურად დატოვეს.
FTX-ის შეძენას თავდაპირველად მსოფლიოში კრიპტოვალუტის უდიდესი ბირჟა Binance აპირებდა. მაგრამ მოგვიანებით მან გარიგებაზე უარი განაცხადა, ვინაიდან აშშ-ის შესაბამისი სტრუქტურები FTX-ში არსებულ მდგომარეობას ამოწმებენ.
FTX-ის გაკოტრების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ფასი 5%-ის შემცირდა და ის ახლა 16 492 აშშ დოლარს შეადგენს. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 2 წლის განმავლობაში.