„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე პარტია „გირჩის“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, გოგა ხაჩიძეზე წერს და ამბობს, რომ არ უნდა გაეკარო პოლიტიკაში ადამიანს, თუ სახელად გოგა ხაჩიძე ჰქვია.
„100 მიზეზი, რატომ არ უნდა გაეკარო პოლიტიკაში ადამიანს, თუ სახელად გოგა ხაჩიძე ჰქვია. დიდი წიგნია გამოსაცემი. წიგნის სათაურია ღრმააზროვანი უნდა იყოს: „სადაც გოგაა, იქ ყველაფერი იგოგება“, – წერს გოცირიძე.
გოცირიძემ ასე უპასუხა ხაჩიძის პოსტს, სადაც ის წერს: „100 მიზეზი, რატომ უნდა დარჩე პარლამენტში, თუ რომან გოცირიძე ხარ“ – ბროშურაა გამოსაცემი“ – წერს ხაჩიძე.