Мы в Telegram
Добавить новость

Зотов: туризм для Нижегородской области — это драйвер и двигатель стратегии регионального развития

Актера Анисимова госпитализировали с инфарктом после знакомства с худруком

Корь в России: от вспышки к стабилизации

Фестиваль культуры народов Карелии прошёл на выставке «Россия» в Москве

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

როცა გველი თოკის გაჩენას ცდილობს

გველი თოკს ვერ გააჩენსო, წერდა პეტრონიუსი 20 საუკუნის წინ და, ცხადია, არ ცდებოდა, ყოველ შემთხვევაში ქართველ პოლიტიკოსებზე დაკვირვება საკმარისზე მეტ საფუძველს გვაძლევს იმისათვის, რომ წინასწარ ვიცოდეთ, ვინ რისი გამჩენია.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკის უფროს მებაღეს დევი მეზურნიშვილს, რომელმაც 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევნის აუზიდან ბავშვები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ამოიყვანა, მშენებარე ბინა აჩუქა.

ვინც თბილისის მერის პოლიტიკურ ბიოგრაფიას იცნობს, ალბათ, ფიქრობდა, რომ პოლიტიკურად და ადამიანურად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი კახა კალაძე ბავშვების გადამრჩენელი მებაღის უბრალო მონახულებით და სასწაულებრივად გადარჩენილი ბავშვისთვის მაისურის ჩუქებით არ შემოიფარგლებოდა. ბევრს ემახსოვრება:

2020 წლის 16 დეკემბერს კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ პატარა ამიკოსა და მის ოჯახს შეხვდა მას შემდეგ, რაც სახლების დემონტაჟის ფონზე გადაღებულ მამა-შვილის სევდიან ფოტოს დიდი გამოხმარება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. თბილისის მერი ამიკოსა და მის და-ძმას ბინის ჩუქებას დაჰპირდა. ოჯახთან შეხვედრის ფოტოები კალაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა კომენტარით: "სინამდვილეში ამიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს და საოცრად უხდება სიცილი. მინდა სულ ღიმილიანი იყოს“. არადა, აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი, რასაც სასოწარკვეთით უყურებდნენ არა მარტო ამიკო და მისი ოჯახი, არამედ ათეულობით სხვა ადამიანიც, დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილება იყო.

2018 წლის გაზაფხულზე 15 წლის გიგი ანთაძეს, რომელსაც ჯერ რუსთაველის გამზირზე წვენებით ვაჭრობა აუკრძალეს, შემდეგ კი, როცა „გიგის ისტორია“ მედიამ აიტაცა, დედაქალაქის მერმა მზიურის პარკში ჯიხური გადასცა. „გიგის მოვუწყვეთ პატარა სახლი მზიურში, რომ მან შეძლოს თავისი საქმიანობის წარმართვა და უახლოეს დღეებში ის შეუდგება საქმეს. მნიშვნელოვანია, რომ თვითონ გახარებული და კმაყოფილია და მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა წამოწყებაში“, - გთქვა მაშინ კახა კალაძემ ჩართული კამერების წინ. ცერებრალური დამბლით დაავადებული მოზარდის საქმიანობით დედაქალაქის მერი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაირკვა, რომ გარევაჭრობის შესახებ დადგენილი რეგულაციები გიგი ანთაძეს კომერციული საქმიანობის გაგრძელების უფლებას არ აძლევდა.

იმავე წელს, რამდენიმე თვით ადრე კახა კალაძემ თავშესაფრიდან აიყვანა ტიფანი - ძაღლი, რომელიც, როგორც ჟურნალისტები წერდნენ, „დღეს ცოცხალი არ იქნებოდა, რომ არა ბატონი კახი, რადგან მას ჰქონდა ჭირი. ბატონმა კახიმ წამოიყვანა თავშესაფრიდან, განკურნა და გადაარჩინა“. ძაღლი კახა კალაძემ მერიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან აიყვანა, სახელი კი სოციალური ქსელის დახმარებით შეურჩია. ერთი ხანობა ტიფანი თბილისის მთავრობის სხდომასაც ესწრებოდა.

ცხადია, ტიფანიც, გიგიც, ამიკოცა და ბატონი დევიც - ყოველივე საუკეთესოს იმსახურებენ და არავის ენა არ მოუბრუნდება მათ განსაკითხავად. მეტიც, აქ არც იმაზეა საუბარი, რამდენად მნიშვნელოვნად  შეცვალა მათი ცხოვრება კახი კალაძემ (რა ბედი ეწია ტიფანის? როგორ გაგრძელდა გიგის საქმიანობა? სად ცხოვრობს ახლა ამიკო?), საუბარია პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის ქცევაზე, მის მოტივაციასა და მიზნებზე.

თუ არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ კარგ და ღირსეულ ადამიანს ეხმარები, ე.ი. შენც კარგი და ღირსეული ადამიანი ხარ?

ამ არარიტორიკული კითხვის პასუხი დადებითი იქნებოდა (ნაწილობრივ მაინც), შენ რომ კერძო პირი იყო და ქველმოქმედებას ეწეოდე თუნდაც სელექციურად, მხოლოდ შენთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებით (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონიც ამბობს, რომ ქველმოქმედება კერძო პირების მიერ მატერიალური დახმარების გაწევაა უქონელთათვისო), მაგრამ კახა კალაძე კერძო კი არა, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირია და, შესაბამისად, მისი „კაი კაცობა“ არა გულუხვი „ქველმოქმედებით“, არამედ ნაკისრი ვალდებულებების პირნათლად შესრულებით იზომება.

ლოკალურად კახა კალაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ თბილისის მერიაში კორუფციის თუ სხვა მიზეზების გამო ტენდერები არაკომპეტენტურად არ ტარდებოდეს და ისე უხარისხოდ არ სრულდებოდეს საქმე, რომ ბავშვი შადრევანში იღუპებოდეს.

ფართო გაგებით კახა კალაძის, როგორც მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პასუხისმგებლობაა ის, რომ ქვეყანაში შექმნილია ისეთი გარემო, რომელშიც ცხოველები შიმშილით იხოცებიან, ხოლო ბავშვები, მათი მშობლები და ისეთი კეთილშობილი ადამიანებიც კი, როგორიც ბატონი დევია, თავს ვერ აღწევენ ღირსების შემლახავ ყოველდღიურობას.

კარგი პოლიტიკოსი ცალკე აღებულ გულისამაჩუყებელ გამონაკლისებს კი არა, სამართლიან სისტემას უნდა ქმნიდეს, ერთნაირად ღირსეულ პირობებს უნდა უქმნიდეს ყველა ტიფანის, ყველა გიგის, ყველა ამიკოს და ყველა დევის (რაც იყო კიდეც თბილისის მერის საარჩევნო დაპირება), წინააღმდეგ შემთხვევაში ვიღაცას ხშირად მოუწევს თავის გმირულად გაწირვა, ხოლო მერს (ან სხვა რომელიმე პოლიტიკოსს) - „გულუხვი ქველმოქმედება“, რომელიც ქველმოქმედებაზე მეტად სოციალური კაპიტალის მათხოვრობას და სხვის გმირობაზე პარაზიტირებას უფრო ჰგავს.

სამწუხარო ის არის, რომ ქცევის ამ მოდელში ჩართვა გმირსაც აზიანებს, ნებით თუ უნებლიეთ, სიცოცხლეს უხანგრძლივებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის მატარებელ პირს და ჩრდილს აყენებს თავის თავგანწირვასა და გამბედაობას.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Подмосковье арестован стрелявший в полицейского велосипедист

Корь в России: от вспышки к стабилизации

Актера Анисимова госпитализировали с инфарктом после знакомства с худруком

Пропавшую многодетную мать нашли в брюхе питона в Индонезии

Музыкальные новости

Более 2 тысяч жителей Московской области получат работу благодаря «Магниту»

Вирусолог Вострухов: опасные клещи-мутанты из Европы могут появиться в России

В ПРЕДДВЕРИИ ДНЯ РОССИИ РОСГВАРДЕЙЦЫ ПРОВЕЛИ ПРАЗДНИЧНОЕ МЕРОПРИЯТИЕ ДЛЯ ДЕТЕЙ

За один день работники Уссурийского ЛРЗ и их дети выполнили сменно-суточное задание по ремонту 129 паровозиков

Новости России

Пропавшую многодетную мать нашли в брюхе питона в Индонезии

Водитель фургона сдавал назад и наехал на мужчину на западе Москвы

Цивилёва: хирург закрыл собой вход в палатку с семью ранеными бойцами СВО

Фестиваль культуры народов Карелии прошёл на выставке «Россия» в Москве

Экология в России и мире

Культурный центр «Интеграция» проведет концерт ко Дню России в Перовском парке

Немцы решили элегантно кинуть турецкие отели: гостиницы Анталии уже в шоке и угрожают массовыми удержанием туристов

Антисанитария в службах доставки: токсиколог Кутушов рассказал, почему опасно заказывать еду

Жители Барнаула помогут сделать родной город чище

Спорт в России и мире

Зверев сыграет с Алькарасом в финале "Ролан Гаррос"

Тарпищев о Медведеве и Рублеве: без травм сыграют в Париже лучше, чем в Токио

Уимблдон и Олимпиада? Что нужно знать о планах Рыбакиной после Ролан Гаррос

Экс-теннисист Ольховский: российские теннисисты выступили ниже ожиданий

Moscow.media

В Москве арестовали бывшего замглавы Росприроднадзора по делу о мошенничестве

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: В Московском регионе более 62 тысяч семей распорядились материнским капиталом через банки

Трасса М-12 Восток будет продлена до Тюмени в 2025 году

Такси в 7 раз чаще попадает в ДТП, чем обычные автомобилисты — изучаем аварийность на дорогах











Топ новостей на этот час

Rss.plus






"Голяк": захватывающий сериал, который завоевал миллионы сердец по всему миру!

Фестиваль культуры народов Карелии прошёл на выставке «Россия» в Москве

Более 1 тыс человек стали участниками циркового шествия на выставке «Россия»

«Субтропическая погода»: москвичей предупредили о жаре и грозах на следующей неделе