ფინეთი და პოლონეთი აცხადებენ, რომ რუსეთის ელჩები გამოიძახეს, რათა დაეგმოთ რუსეთის მცდელობა უკანონოდ მოახდინოს უკრაინის ოთხი დამატებითი ტერიტორიის ანექსირება, რეფერენდუმებით, რომლებსაც ფართოდ მიჩნევენ ყალბად.
როგორც ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 3 ოქტომბერს ტვიტერით წერს, იქ რუსეთის ელჩი გამოიძახეს საიმისოდ, რომ "უმკაცრესად დაეგმოთ ყალბი რეფერნდუმები და რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსირების გამოცხადება, უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და გაეროს ქარტიის უტიფარი დარღვევა"
ვარშავაში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მარცინ პშიდაჩმა 3 ოქტომბერს მედიას უთხრა, რომ რუსეთის ელჩი გამოიძახეს "რუსეთის მიერ გასულ კვირაში განხორციელებული ქმედებების გამო". მისი თქმით, ევროპის გარშემო დიდი ალბათობით კვლავ გაიმართება ამგვარი შეხვედრები, "ამ პოზიციის გამოხატვისთვის". პშიდაჩი დასძენს, რომ მისი ვარაუდით მოცემულ მომენტში რუსეთის ელჩი არ გამოცხადდება პერსონა ნონ გრატად. "დღეს ასეთ განცხადებას არ გავაკეთებ" - თქვა პშიდაჩმა.