Мы в Telegram
Добавить новость

В столице первый день лета 2024 году установил температурный рекорд

Economist: охрану главы ЦБ усилили после повышения ключевой ставки до 20%

Жилой дом обрушился на территории Стамбула

Леус сообщил о приближении к Земле плазменного солнечного облака



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ მოვახდინოთ  ქვეყნის მოდერნიზაცია" - პრემიერი გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ

„გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ მოვახდინოთ  ქვეყნის მოდერნიზაცია

გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა რამდენიმე საკითხზე ილაპარაკა, მათ შორის, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე.

„მინდა, პირველ რიგში ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება არის თანმიმდევრული იმ საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში. ევროპული პერსპექტივა და ევროპული გზა ჩვენი ხალხის არჩევანია. ეს არის გზა და პროცესი, რომელიც არის შეუქცევადი და რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაქსიმალურად დააჩქარა. სწორედ, ჩვენი ხელისუფლების დროს მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, მივიღეთ უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ამ სიტუაციაში, ამ ისტორიულ დროს იქნა მიღწეული ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ევროპული პერსპექტივის მონიჭებას. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ რამდენ ხანში წარმოგვიდგენია გაწევრიანება, ეს არ არის, რა თქმა უნდა, მხოლოდ სურვილზე დამოკიდებული, ეს არის პროცესი, რომელსაც ჩვენ ყველანი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიყვებით. გვესმის, რომ ამის დაჩქარება შეუძლებელია, არის გარკვეული კრიტერიუმები, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ და ამას სჭირდება ქვეყნის მომზადება იმ დღისთვის, როცა ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაცია, გარდაქმნა, განვითარება, რეფორმების ჩატარება, სწორედ, ამას უკავშირდება იმ 12 რეკომენდაციის შესრულება, რომელიც მოგვცემს საშუალებას, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ შესაბამისად, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ რაც შეიძლება, მალე იქნას ეს მიღწეული, ეს არის ჩვენი გეგმა, ჩვენი ხედვა, რომელიც ჩვენი ხალხის სურვილებსა და ნებას გამოხატავს", - აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან აფასებს გერმანიის მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, გერმანია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

„როგორც ბატონმა კანცლერმა სულ ახლახანს აღნიშნა და ეს ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ, ეს არის ბატონი კანცლერის პოზიცია, იგი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში. გერმანია ყოველთვის მხარს უჭერდა ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და ახლაც დადასტურდა აღნიშნული გადაწყვეტილებით. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, გერმანიის მხარდაჭერას ამ გზაზე, რომელსაც ეწოდება ევროპული ინტეგრაციის გზა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის გზა, რომელიც ჩვენი გასავლელია, მაგრამ ამ გზაზე ჩვენ გვჭირდება პარტნიორების მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს და რომელიც აქ ბატონმა კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, გერმანია მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აძლიერებს ქართულ დემოკრატიას და ბოლო წლების განმავლობაში მილიარდ 300 მილიონ ევროზე მეტი აქვს დახმარების სახით გაწეული საქართველოსთვის.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპის მომსწრენი ვართ, ვინაიდან სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რომელზეც რამდენიმე თვის წინ უბრალოდ ვერც ვიოცნებებდით, ვინაიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ომი. მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ კანცლერს. თქვენ რამდენიმე დღის წინ ხმამაღლა გამოუცხადეთ მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად. ბატონო კანცლერო, ჩვენ ვისაუბრეთ ამის თაობაზე და კიდევ ერთხელ მინდა საჯაროდ დავადასტურო, რომ მმართველი გუნდი, ჩვენი ხელისუფლება არის აბსოლუტურად მოწოდებული, მოტივირებული, რომ ყველა, თორმეტივე რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ევროპული საბჭოს მიერ, იქნას შესრულებული ზედმიწევნით, სრულყოფილად, ჩვენი მთავრობის მხრიდან. მე ასევე მინდა გითხრათ, ამის თაობაზე ბატონ კანცლერს მივაწოდე ინფორმაცია, ჩვენ კარი გავუღეთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ქართული პოლიტიკის ყველა აქტორს, რომ მათაც მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, ვინაიდან მთავრობას, ხელისუფლებას დასჭირდება ყველას ჩართულობა, მათ შორის ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ისაუბრა უკრაინისთვის საქართველოს მიერ გაწეულ მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში.

„ჩვენ ვიმყოფებით ძალიან რთულ ვითარებაში, რთული დრო გვაქვს დღეს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში, ვინაიდან, რუსეთის გაუმართლებელი აგრესიის და ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ უკრაინაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, მათ შორის ჩვენს რეგიონშიც, მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველო იყო პირველი, რომელმაც გამოცადა ასეთი ომი 2008 წელს და მას შემდეგ, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი, 20% ტერიტორიის არის ოკუპირებული. რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, მას შემდეგ ჩვენ გვიწევს ძალიან ბევრი პროვოკაციების თავიდან აცილება და პროცესის მართვა, რომელიც უკავშირდება ბორდერიზაციას და სხვა ძალიან ბევრ პრობლემას. მე ასევე მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ უკრაინას, ჩვენ ვართ სოლიდარულები მათ მიმართ, გავაგზავნეთ 1000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მხარი დავუჭირეთ ძალიან ბევრ რეზოლუციას, მხარდამჭერ განცხადებას უკრაინის მიმართ და ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში“, - განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ოლაფ შოლცმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე.

„თქვენ მოგეხსენებათ, რომ ევროპულ საბჭოში წელს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს მივცეთ ევროპული პერსპექტივა. მე მინდა, რომ საქართველო გავამხნევო, ამისთვის საჭირო რეფორმების ნაბიჯები გადადგას. ევროკომისიის რეკომენდაციები გახლავთ ამ გზაზე მნიშვნელოვანი. ჩემთვის ცნობილია, რომ ამას სჭირდება ერთობლივი, ეროვნული ძალისხმევა ყველა პოლიტიკური ძალისა და ამიტომაც მინდა, რომ დაგარწმუნოთ გერმანია საქართველოს ამაში დაეხმარება. ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით ევროპაში მიმავალ გზაზე", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა (საქართველოს მთავრობის თარგმანი).

კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

„ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არის მჭიდრო და მრავალმხრივი. ისინი ფარავენ მთელს სპექტრს ეკონომიკის, ეკოლოგიის, ენერგეტიკის და კულტურის. გვიხარია, რომ საქართველოში არსებობს ძალიან დიდი ინტერესი გერმანული ენის და აკადემიური გაცვლის მიმართ და ასევე, როგორც ორმხრივი პარტნიორი, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია განვითარების პოლიტიკის თვალსაზრისით. რუსეთის აგრესია უკრაინაზე არის ამ წლის მთავარი მოვლენა. გერმანია მხარში უდგას უკრაინას, ეხმარება მას სამხედრო, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური თვალსაზრისით. საქართველოს თვითონ აქვს რუსული აგრესიის გამოცდილება, სამწუხარო გამოცდილება, 2008 წელს დაესხნენ მას თავს და მას შემდეგ, საქართველოს ტერიტორიების ნაწილები რუსული კონტროლის ქვეშაა. ფედერალური მთავრობა უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. კარგია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია და ასევე, გამოაცხადა, რომ ის ხელს შეუშლის ყველანაირ მცდელობას რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებისა", - განაცხადა ოლაფ შოლცმა. მან დაამატა, რომ გერმანიისთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან და წელს ფედერალურმა მთავრობამ ამისთვის გამოყო თანხა, ისევე როგორც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.

როგორც შოლცი აცხადებს, საქართველოს ექნება ყველანაირი მხარდაჭერა იმისთვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები იქნეს განხორციელებული.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მხარდაჭერა გახლავთ მნიშვნელოვანი. ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის , რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. ეს გახლავთ ცენტრალური შეხედულება ყველასი და საბოლოო ჯამში, კანდიდატი ქვეყნების საქმეა შეასრულონ ეს კრიტერიუმები, მაგრამ საქართველოს ჩვენგან ექნება ყველანაირი მხარდაჭერა იმისთვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები იქნეს განხორციელებული. გარდა ამისა, ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების განვითარებაზეა ლაპარაკი, ამიტომაც გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა განვითარების პოლიტიკის საქმეში , ამის გაფართოებაც შეიძლება, აქ ბევრი სხვა სფერო არსებობს სამომავლო განვითარებისთვის - ეს გახლავთ ენერგეტიკის სფერო და აი, ამაზე ჩვენ გვქონდა დღეს ლაპარაკი“, - თქვა კანცლერმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი საქართველოში მოიწვია.

ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, საქართველომ მიიღო 23 ივნისს.

საქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ. თუმცა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ევროკომისიის რეკომენდაციები მათაც უნდა შეასრულონ.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Кировская область оказалась в двадцатке худших регионов по благосостоянию семей

Хозяйка «голой» вечеринки Анастасия Ивлеева открывает в Москве азиатский ресторан

Адвокат Бух высказался о судах над россиянами и пытках в тюрьмах США

Остойич: «Балтика» была близка к трофею»

Музыкальные новости

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

Скандал с пенальти, отмена гола Вендела и решающий мяч Алипа на 95-й! «Зенит» победил «Балтику» в финале Кубка России

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" не будет подписывать камерунского форварда Абубакара

ФК «Зенит» представил стартовый состав на суперфинал Кубка России в Москве

Новости России

Нино и Алип творят историю: «Зенит» выиграл Кубок России, выдрав волевую победу над «Балтикой»

В сети нашли видео проб Анастасии Заворотнюк на роль няни Вики

Адвокат Бух высказался о судах над россиянами и пытках в тюрьмах США

День Владимирской иконы Божией Матери - история иконы и её чудеса

Экология в России и мире

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Анастасия Уколова, Елизавета Базыкина и Никита Кологривый продолжают съемки сериала «Комбинация»

«585*ЗОЛОТОЙ» выступила партнером медиафестиваля творческой молодежи YOUPITER

Бесплатные ежедневные тренировки от сети фитнес-клубов Spirit. Fitness в парке Горького/Музеон

Спорт в России и мире

Медведев вышел в 1/8 финала «Ролан Гаррос» — 2024

Медведев высказался об игре Свёнтек

Итальянская забастовка: Рублёв, Котов и Самсонова вылетели с «Ролан Гаррос», Потапова обыграла Ван Синьюй

Не ходите, дети, в теннис: как Андре Агасси и Штеффи Граф подарили детям право выбора

Moscow.media

Пожар в пятиэтажке унес жизнь неосторожного курильщика

Количество «брака» в биомедицинских работах увеличилось в четыре раза за 20 лет

РОССИЮ ОЖИДАЕТ ПЛЮС 50 ГРАДУСОВ: КАКИМ ГОРОДАМ ЖДАТЬ АНОМАЛЬНУЮ ЖАРУ

Доступный, летний, твой – StarLine A60 BT GSM ECO











Топ новостей на этот час

Rss.plus






«Я так радовался, что крышка от кубка выскочила и разбила мне лоб» — Алип

Полина Гагарина заявила о победе над Ольгой Кормухиной по обвинению в плагиате песни

Скромная Макеева, «хиппи» Глинников. Кто в чем был на фестивале в Чите

"Зенит" одолел "Балтику" и выиграл Кубок России