ადრიანა ლიმა უკვე ოფიციალურად სამი შვილის დედა გახდა! 41 წლის სუპერმოდელს და მის მეორე ნახევარ ანდრე ლემერსს პირველი საერთო შვილი შეეძინათ. წყვილის ვაჟი სახელად Cyan Lima Lemmers 29 აგვისტოს კალიფორნიაში, სანტა მონიკაში დაიბადა. ეს სახელი “შთაგონებულია წყლის მშვენიერი ფერებით ისეთ ადგილებში, როგორიცაა მალდივები, ბაჰამის კუნძულები და ბორა ბორა”, – ამბობს წყარო PEOPLE-თან საუბარში. Cyan არის გარდამავალი ფერი მწვანესა და ლურჯს შორის.
“ბავშვს დედის ტუჩები და თვალები აქვს”, – დასძენს წყარო, რომელმაც PEOPLE-ს დაუდასტურა, რომ “დედა და ბავშვი უკვე სახლში იმყოფებიან და თავს კარგად გრძნობენ”. ადრიანას კიდევ ორი ქალიშვილი ჰყავს, 12 წლის ვალენტინა და 9 წლის სიენა.
წყარო/ფოტო: people.com